ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
23.06.2019 | 16:29
პატრიარქმა ოთხი გვარი დალოცა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ ოთხი გვარი დალოცა. მათ შორის: გურძენაძეები, მონიავები, კოტორაშვილები და მამაგელაშვილები. მასთან, პატრიარქმა დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. “არის დასაჯილდოებელი სასულიერო პირები. დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი დიდი შრომა გასწია ფილოსოფიის დარგში, დღეს სტუდენტები სწავლობენ მისი წიგნების მიხედვით. დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების…

23.06.2019 | 16:11
ილია მეორე – ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო, ამიტომ მე მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ შეცდომა

მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, იმედია, რომ ღმერთი მშვიდობას მოგვცემს და დიდ წყალობას. “ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთული დროს. ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო. ამიტომ მე მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ…

23.06.2019 | 16:02
მეუფე კალისტრატე ბაგრატის ტაძარში დაკრძალეს

ქუთათელ-გაენათელი მიტროპილოტი კალისტრატე ბაგრატის ტაძარში დაკრძალეს. ტაძარში ლიტურგია ეპარქიის დროებითმა მმართველმა, რუსთავის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა შეასრულა. ტაძარში მეუფეები, სხვა სასულიერო პირები და მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, დიდია მეუფე კალისტრატეს ღვაწლი და მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია, როგორც ეპარქიისთვის, ასე მარლთმადიდებლური ეკლესიისთვის. მეუფე კალისტრატე ეპარქიაში რამდენიმე წელი მსახურობდა. მისი ანდერძი იყო, რომ ბაგრატის ტაძარში დაეკრძალათ. – IPN

23.06.2019 | 15:53
მეუფე კალისტრატეს დღეს ბაგრატის ტაძრის სამხრეთ ფლიგელში დაკრძალავენ

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე კალისტრატეს დღეს დაკრძალავენ. მეუფეს მისი ანდერძის თანახმად, ბაგრატის ტაძრის სამხრეთ ფლიგელში დაკრძალავენ. სასულიერო პირების ინფორმაციით, ტაძარში მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ სასულიერო პირი არ დაკრძალულა. ბაგრატის ტაძარში პანაშვიდები დილიდან მიმდინარეობს. ტაძარში პატრიარქს ელოდებიან, თუმცა დაესწრება თუ არა უწმინდესი დაკრძალვას, დაზუსტებით ჯერ ცნობილი არ არის. მეუფე კალისტრატე 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად, 20 ივნისს გარდაიცვალა….

22.06.2019 | 17:26
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება – ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რომელსაც მოჰყვა ხალხის სამართლიანი, მშვიდობიანი პროტესტი

ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რომელსაც მოჰყვა ხალხის სამართლიანი მშვიდობიანი პროტესტი; მაგრამ არამართებული მოწოდებებით მიტინგს სახიფათო სახე მიეცა, მოვლენები მყისიერად განვითარდა და პარლამენტის შენობის ძალით დაკავების მცდელობაში გადაიზარდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში, რომლითაც გუშინ, პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. „დიდია ჩვენი გულისტკივილი პარლამენტთან შუაღამისას განვითარებული მოვლენების გამო, რის შედეგადაც დაშავდა მრავალი ადამიანი, მეტწილად…

22.06.2019 | 17:19
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 22 ივნისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 22 ივნისს ღირს იოანე შავთელ-გაენათელის, წმიდა კირილე ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის, წმიდა მოწამეთა თეკლეს, მართას და მარიამის სპარსეთში წამებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში ღირსი იოანე შავთელ-გაენათელი ღირსი იოანე შავთელ-გაენათელი (XIII) – „კაცი ყოვლად განთქმული და საკვირველი მოღვაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი“…

21.06.2019 | 16:16
„ვწუხვართ, წუხელ ქაშვეთის ტაძარიც კი იყო დაკეტილი“ – პეტრე ცაავა დღევანდელ აქციას უერთდება

პარლამენტთან დაგეგმილ აქციას დღეს სასულიერო პირები შეუერთდებიან იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელ აქციაზე პოლიცია ძალას გამოიყენებს, სამღვდელოება ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებს რათა ქართველი ახალგაზრდები დაიცვას, აცხადებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა. მეუფე პეტრე დღეს 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდება. სასულიერო პირმა საპატრიარქო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გუშინ ისევე, როგორც 9 აპრილს, ისევე როგორც სამოქალაქო დაპირისპირების დღეებში 91-92…

21.06.2019 | 15:51
სამეცნიერო კონფერენცია ენათმეცნიერების ინსტიტუტში

თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში 18-20 ივნისს გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია: „სამეცნიერო ტერმინოლოგია VI“, რომელიც ეძღვნებოდა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ დამანა მელიქიშვილის 80 წლის იუბილეს. კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგები: ფილოლოგიის დოქტორი ლალი ხუჭუა, რომელიც ამავე დროს არის თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და…

21.06.2019 | 15:41
საერთაშორისო კონფერენცია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

2019 წლის 18-19 ივნისს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო-ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი“ II ჩატარდა რომელიც ეძღვნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და უცხოეთის სამეცნიერო დაწესებულებებს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს.   მასში 10-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო-ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი“ II საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მისი მიზანი იყო  თანამედროვე ევროპულ სამყაროში საქართველოს კულტურული…

Τα σημαντικότερα νέα