ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
21.06.2019 | 10:16
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება – – მივმართავთ პარტიებს, ჟურნალისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, მოსახლეობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა სიტუაციამ უმართავი სახე არ მიიღოს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მოუწოდებს ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს, ასევე მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ კეთილგონიერება და ნუ აყვებიან ემოციურ ფონს. „დღეს პარლამენტში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, რადგანაც ყველას აწუხებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა. სამწუხაროდ, პარლამენტის შენობის წინ გამართულმა აქციამ ახლა უკვე მკვეთრი ფორმები შეიძინა. მოვუწოდებთ…

20.06.2019 | 12:11
მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია – რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ

    საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას აპროტესტებს საპარლამენტო ოპოზიცია. სესიას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ესწრება, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ. ოპოზიციის განცხადებით, სერგეი გავრილოვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ აქვს დარღვეული, რასაც უმრვალესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უარყოფს….

20.06.2019 | 12:01
საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას უძღვება

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის სე­სია გა­იხ­სნა. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, თბი­ლისს 25-მდე ქვეყ­ნის დე­ლე­გა­ცი­ის 100-მდე მო­ნა­წი­ლე ეწ­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის ჩა­ტა­რე­ბას აპ­რო­ტეს­ტებს სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია. სე­სი­ას მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტი, რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტი სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი უძღვე­ბა, რო­მელ­საც გუ­შინ სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლეს­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ით შეხ­ვდნენ. ოპო­ზი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, სერ­გეი გავ­რი­ლოვს „ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი“ აქვს დარ­ღვე­უ­ლი, რა­საც უმრვა­ლე­სო­ბის წევ­რი ზა­ქა­რია…

20.06.2019 | 11:52
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ გაგრძელდება, დელეგატები პარლამენტის შენობას ტოვებენ

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგატები პარლამენტის შენობას ტოვებენ. როგორც ასამბლეის წარმომადგენელმა განაცხადა, სესია პარლამენტში აღარ გაგრძელდება. ამასთან, საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართული დელეგაციცის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ სესია სხვაგან გაგრძელდება, თუმცა სად, ეს ქუცნაშვილს არ დაუკონკრეტებია. მან ასევე განაცხადა, რომ სწორი იქნებოდა, თავიდანვე სხვა შენობა შერჩეულიყო. ცნობისთვის, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიამ სხდომის გაგრძელება შესვენების გამოცხადების შემდეგ ვეღარ…

20.06.2019 | 11:43
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა. მეუფე კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში დამძიმდა. მეუფეს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. ის 10 დღეზე მეტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. მეუფის ცხედარი ბაგრატის ტაძარშია დასვენებული.     interpressnews.ge

20.06.2019 | 11:35
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეებისადმი

  (თბილისი, 19.06.2019) გულითადად მოგესალმებით მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეთ, მოგესალმებით უფლის დედის,- ყოვლადწმინდა მარიამის წილხვედრი ქვეყნის სახელით, იმ ქვეყნის სახელით, სადაც მაცხოვრის ნებით და ღვთისმშობლის დავალებით ქრისტიანობა ჯერ კიდევ I საუკუნეში იქადაგა წმ. ანდრია პირველწოდებულმა და დაარსა პირველი ეპარქიები და ეკლესია. მან სამჯერ იმოგზაურა საქართველოში მოციქულ მატათასა და სვიმონ კანანელის თანხლებით. მოციქული მატათა ბათუმის…

19.06.2019 | 16:54
საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

19-20 ივნისს საქართველოს საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. საქრთველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო უწყებაში საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ…

19.06.2019 | 16:37
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

ბოლო დროს ე.წ. LGBT-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში. აღნიშნულთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა. ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან. პირველ რიგში მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც…

19.06.2019 | 16:34
საქართველოს საპატრიარქოში სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა შედგა

  ა.წ. 18 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში ბოლოდროს განვითარებულ მოვლენებს და აღინიშნა, რომ ტრადიციული რელიგიებისთვის მიუღებელია როგორც ძალადობა, ისე ცოდვის აგიტაცია და პროპაგანდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმური თემისა და იუდეველთა წარმომადგენლები. მხარეთა მიერ გამოითქვა მზაობა, შემუშავდეს ერთობლივი მიმართვა, რომელიც ხელს შეუწყობს…

Τα σημαντικότερα νέα