ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
19.06.2019 | 16:16
იეზიდების ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 17 ივნისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) შეიხანისა და სრულიად იეზიდთა ამირის ვაჟი, იეზიდთა უფლისწული, ასმად ბეგი და მისი თანმხლები პირები მიიღო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ტოლერანტული თანაცხოვრების წესს, რაც საქართველოში საუკუნეზე მეტია ჩამოყალიბდა ადგილობრივ მოსახლეობასა და იეზიდებს შორის. უფლისწულმა დიდი მადლიერება გამოხატა საქართველოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი იეზიდთა მიმართ…

18.06.2019 | 13:47
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოსალოცი წმინდა ადგილების სიაში საქართველოსაც შეიტანს

  ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიური ტურიზმის წასახალისებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში საქართველოს წმინდა ადგილებს შეიტანს, – აღნიშნული განცხადება ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფიტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ირაკლი კობახიძემ ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი მასპინძელი ქვეყნის ეკლესიის წინამძღოლთან შეხვედრით დაასრულა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ბულგარეთის პატრიარქმა ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობასა და ძმურ ურთიერთობებზე ისაუბრეს….

18.06.2019 | 13:23
დეკანოზი ლგბტ პირებზე – ხელისუფლებამ ეს 20 კაცი უნდა წაიყვანოს სადმე უდაბნოში, წყალი მიუტანოს, რომ არ დაისიცხონ და იყვნენ იქ – ჩვენც ბედნიერები ვიქნებით და ეგენიც

  ხელისუფლებამ ეს 20 კაცი (ლგბტ პირები) უნდა შეკრიბოს და უთხრას, რომ ბავშვებო გაჩერდითო. წაიყვანოს სადმე უდაბნოში, წყალი მიუტანოს, რომ არ დაისიცხონ და იყვნენ იქ, – ასე უპასუხა დეკანოზმა დავით ნოზაძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობა იქნება თუკი ვითარება ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის დაიძაბება. ამასთან, მისი თქმით, თუ რამე მოხდება, კამერები არსებობს და შესაბამისი უწყება დაადგენს….

18.06.2019 | 12:49
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

  საქართველოს საპატრიარქომ, გრძნობდა რა დაძაბულობის საშიშროებას, რამდენიმე დღის წინ გააკეთა პრევენციული განცხადება. დღეს უკვე ნათელია, რომ ე.წ. LGBT-პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მღელვარებაა; ნათელია ისიც, რომ არაერთ ძალას სურს, ჩვენთან არსებული LGBT მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისათვის. ამ მიზნებში პოლიტიკური ორიენტირებიც იკვეთება და ეკლესიის სახელის შელახვის სურვილიც. ფაქტია, რომ სურთ ამ აქციის ჩატარება ისეთ გარემოში,…

17.06.2019 | 16:40
დეკანოზი თამაზ ლომიძე – ახალმხედრიონელები კიდევ ერთხელ ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ და ქაოსში გადაჩეხონ ქართული სახელმწიფო

ახალმხედრიონელები კიდევ ერთხელ ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ და ქაოსში გადაჩეხონ ქართული სახელმწიფო, – ამის შესახებ დეკანოზმა, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, თამაზ ლომიძემ „ფეისბუქზე“ დაწერა. დეკანოზი ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც დეკანოზი ლომიძე წერს, სახელმწიფოს დიდი სიმტკიცე და წინდახედულობა მართებს. „ეს სამი წლის წინანდელი ამბავია. მას შემდეგ, მადლობა ღმერთს, ბევრი…

17.06.2019 | 16:38
დეკანოზი ტარიელ სიკინჭილაშვილი – ლევან ვასაძის ინიციატივით შექმნილი რაზმი არის ქრისტიანული რაზმი

დეკანოზი ტარიელ სიკინჭილაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის ინიციატივით შექმნილი რაზმი ქრისტიანული რაზმია. მისი თქმით, ვასაძის მიერ დაანონსებულ რაზმს შეუერთდა. „ვიყავი ვერის ბაღში და ჩავეწერე მოხალისეთა სიაში. ლევან ვასაძის ინიციატივით შექმნილი რაზმი არის ქრისტიანული რაზმი, რომლის მიზანია, ის საცოდავი ადამიანები, ზოგი ძალით რომ იბრალებს, ამხილოს. მეც ვიცნობ იმ ხალხს, აღსარებას მაბარებენ. ვაპირებ, ქუჩაში გავიდე და…

16.06.2019 | 16:30
მეუფე იაკობი – ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში

ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში და თავს უნდათ მოგვახვიონ რაღაც ისეთი, რაც ჩვენი ერისთვის მიუღებელია,-ამის შესახებ მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა. მეუფე იაკობმა ქადაგებაში 14 ივნისს თბილისში „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებსა და მოწინააღდმეგეებს შორის განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაპირისპირება ქვეყანას არ წაადგება, რადგან ქვეყნის „სახელმწიფოებრიობა ისედაც მყიფეა“. „კარგად ვხედავთ…

16.06.2019 | 16:28
პატრიარქის ქადაგება

მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას, სულიწმინდის გადმოსვლის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. ეს ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის და აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სამების საკათედრო ტაძარში მსახურებას ილია მეორე უძღვებოდა. წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა. მისმა უწმინდესობამ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ილია მეორე ამბობს, რომ კაცობრიობა მრავალი სირთულის…

16.06.2019 | 16:27
ილია მეორე – ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, გადაარჩენს საქართველოს

მრავალი განსაცდელი ხვდება ადამიანს ცხოვრებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. პატრიარქმა სრულიად საქართველოს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა. „დღეს კაცობრიობა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა,…

Τα σημαντικότερα νέα