ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
16.06.2019 | 16:23
ილია მეორე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ის სიწმინდე და ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ის სიწმინდე და ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა,. პატრიარქმა სრულიად საქართველოს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა. „დღეს კაცობრიობა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა, რით მოიპოვება სულიწმინდა? თავმდაბლობით მორჩილებით, კეთილი საქმეებით….

16.06.2019 | 16:18
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას, სულიწმინდის გადმოსვლის დღეს აღნიშნავს. ეს ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის და აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს ქრისტეს მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის სახით გადმოვიდა და მათ სხვადასხვა ენაზე ქადაგების უნარი მიეცათ, რომ ქრისტიანობა მთელს მსოფლიოში გაევრცელებინათ. სულთმოფენობის ტრადიცია ტაძრების ყვავილებით მორთვაა, იატაკზე კი, ახლად მოთიბულ ბალახს აფენენ. მორწმუნეები ლიტურგიაზეც ყვავილებით…

16.06.2019 | 16:13
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს,სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მორწმუნეებს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. დღეს საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება. მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ. სახარებისეული რწმენით, ღმერთმა სწორედ ამ დღეს…

16.06.2019 | 12:57
რელიგიის საკითხთა სააგენტო მართლმადიდებლებს, ბაპტისტებს, მოლოკნებს, პროტესტანტებს და სახარების რწმენის ეკლესიის მრევლს სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს, ბაპტისტებს, მოლოკნებს, პროტესტანტებს და სახარების რწმენის ეკლესიის მრევლს სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აღნიშნულ ეკლესიათა მრევლს სულის სიმტკიცეს, სიკეთესა და მშვიდობას უსურვებს. „სულთმოფენობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების სწავლებით, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, იერუსალიმში, ციდან გარდამოვლენილი ღმრთაებრივი ცეცხლი ქრისტეს მოწაფეებზე გადმოვიდა, რომლებმაც სხვადასხვა ენებზე დაიწყეს ქადაგება. წმინდა მოციქულებზე აღსრულებული…

15.06.2019 | 13:25
საქართველოს საპატრიარქოში დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა ჩატარდა

ა.წ. 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა მორიგი შეხვედრა ჩიჩხიტურისა და უდაბნოს სამონასტრო კომპლექსში ბოლო დროს წარმოქმნილ პრობლემასთან დაკავშირებით. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღნიშნულ საკითხზე დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრები მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბ-ნი ლაშა დარსალია, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ამბა…

15.06.2019 | 13:12
მეუფე იაკობი აცხადებს, რომ 16 ივნისს საზოგადოებისადმი საგანგებო მიმართავს გააკეთებს

არავინ სდევნის ლგბტ თემს, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, 16 ივნისს ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას მოწოდებით მიმართავს. „ერი ნახავს, რა ტიპის მოწოდებასაც გავაკეთებ. გადავკეტავთ ბევრ ქუჩას. ხალხის ძალას ნახავს ყველა. არ შეიძლება, შანტაჟში ყავდეთ მთავრობა, ხელისუფლება. სახლში არავინ არ უვარდებათ მაგათ. არავის არ ჩავატარებინებთ მაგას, რა შუაშია კონსტიტუცია, ვარღვევთ…

15.06.2019 | 13:10
მამა დავით ისაკაძე – არ მოგცემთ საშუალებას, რომ გამართოთ ნებისმიერი ღონისძიება, მოვალთ და ყველგან დავდგებით

სამღვდელოება აქ იმისთვის ვართ, რომ კონფლიქტი არ მოხდეს, – ამის შესახებ მამა დავით ისაკაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, სადაც „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორთა აქცია და მათი კონტრაქცია მიმდინარეობს. მისი თქმით, სამღვდელოება „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს არ მისცემს კვირეულის გამართვის საშუალებას. „კულტურის, ისტორიის და სარწმუნოების ქვეყანა ვართ. არ გვეშლება, როგორ მოვიქცეთ. ამის დასტურია თუნდაც ეს მშვიდობიანი დგომა. დღეს ეს…

15.06.2019 | 13:07
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – აქციაზე ვითარების გასაცნობად მოვედი

აქციაზე ვითარების გასაცნობად მოვედი​, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც აქცია და კონტრაქცია იმართება. „ვითარების გასაცნობად მოვედი. საპატრიაქრომ განცხადება გააკეთა და მეტი არაფრის თქმას არ ვაპირებ. ვფიქრობ, რომ მთელი პასუხიმგებლობა იმ ორგანიზაციამ უნდა აიღოს თავის თავზე, ვინც წაახალისა ასეთი ქმედებები. ჩვენ ვხედავთ საზოგადოებაში დაძაბულობას…

15.06.2019 | 13:00
ილია მეორემ კახა კალაძის უმცროსი შვილები მონათლა და მისი ოჯახი დალოცა

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 14 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და მისი ოჯახის წევრები მიიღო. საპატრიარქოს ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კახა კალაძე და მისი ოჯახი დალოცა. „დღეს მოინათლნენ ბ-ნ კახის უმცროსი შვილები და მათი ნათლია მისი უწმინდესობა გახდა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში. – 1tv

Τα σημαντικότερα νέα