ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
06.06.2019 | 20:28
გამომცემლობა „პალიტრა L“-მა „ლოცვანის“ მეორე ტირაჟი გამოუშვა

„პალიტრა L-ის“ მიერ გამოცემული მაღალხარისხიანი, სპეციალურ ტყავის დამცავ ჩანთაში ჩასმული „ლოცვანის“ მეორე ტირაჟი 3 ივნისს, ამაღლების კვირაში გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L”-დან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მომზადებული „ლოცვანის“ 1-ლი ტირაჟი 29 აპრილს, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გავიდა ქსელში და სრული ტირაჟით გაიყიდა. 4 ივნისს…

06.06.2019 | 20:23
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ქრისტიანებს მაცხოვრის ამაღლებას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მაცხოვრის ამაღლებას ულოცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს. „დღეს, აღდგომიდან მეორმოცე დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას აღნიშნავს. ქრისტიანული სწავლებით, მაცხოვარი აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა თავის მოწაფეებს და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა, 40 დღის შემდეგ კი უკანასკნელად…

06.06.2019 | 17:03
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ფერეიდნელი ქართველები მიიღო

ა.წ. 6 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ფერეიდნელი ქართველები მიიღეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები. მისმა უწმინდესობამ დალოცა ფერეიდნელი ქართველები და იმედი გამოთქვა, რომ ფერეიდანში მცხოვრებნი უფრო მეტად გაძლიერდებიან რწმენაში და განამტკიცებენ ფესვებთან კავშირს. ფერეიდნელმა ქართველებმა მის უწმინდესობას მზრუნველობისთვის მადლობა გადაუხადეს და ფოლკლორული სიმღერები შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ ეს…

06.06.2019 | 11:28
მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, იესო ქრისტე ხშირად ეცხადებოდა მოწაფეებს და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა. იესო ქრისტე მოწაფეებს უკანასკნელად აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა, აიყვანა ზეთისხილის მთაზე, უთხრა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან, სანამ მათზე არ გადავიდოდა სულიწმინდის მადლი, რის შემდეგაც ქრისტიანობის…

05.06.2019 | 14:03
კონფერენცია „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პარადიგმები“

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ნატროშვილი და სამსახურის თანამშრომელი დურმიშხან ლაშხი ესწრებოდნენ 4 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციას თემაზე: „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პარადიგმები“. აღნიშნული კონფერენცია Erasmus+ პროექტის Sustainable learner-centered Teaching – Advanced Recourse for Georgia and China (STAR) დასკვნითი აქტივობაა. ღონისძიებაზე განხილული იყო ყველა ის შედეგი, რომელსაც სამი წლის განმავლობაში…

04.06.2019 | 14:27
ხატწერის ნიმუშების გამოფენა

2019 წლის 31 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხატწერის სახელოსნოში გაიმართა ყოველწლიური გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც ყოფილი, ისე ახლანდელი სტუდენტები. ეს სახელოსნო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა და აქ მუშაობენ როგორც სასულიერო აკადემიის და სემინარიის სტუდენტები, ასევე სხვა მხატვრები, ვინც ხატწერის ნიმუშებს ქმნის. — tsas.ge

04.06.2019 | 14:18
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 4 ივნისი

საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია 2019 წლის 4 ივნისს მოწამეების ბასილისკოს, კომანში წამებულს და სერბეთის მთავრის იოანე-ვლადიმერის, იხსენიებს Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. საეკლესიო კალენდარში 2019 წლის 4 ივნისი არის მეორე მსოფლიო კრების ხსენების დღეც. მოწამე ბასილისკო, კომანში წამებული წმიდა მოწამე ბასილისკო (+308) წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის ძმისწული იყო და…

04.06.2019 | 14:08
დოროთე დბარი – საქართველოს ეკლესია თუ უკრაინის ეკლესიას აღიარებს, რუსეთი აფხაზეთთან მიმართებაში გარკვეულ ნაბიჯებს გადადგავს

ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტი დოროთე დბარი, რომელსაც რუსეთის ეკლესიის მიერ შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, „Апсны. Иахьа“-ს. ინტერვიუში ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ თუკი საქართველოს ეკლესია უკრაინის ახლად დარსებული ეკლესიის დამოუკიდებლობას აღიარებს, რუსეთის ეკლესიამ, შესაძლოა, აფხაზეთან მიმართებით გარკვეული ნაბიჯები გადადგას. „მე კარგად ვიცნობ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. მე იქ 8 წელი ვსწავლობდი. კარგად…

03.06.2019 | 15:11
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე

ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – წმ. ნინოს შემოსვლის 1700 წელს. დღეს ხარობს ცა და ქვეყანა. დღეს ჩვენ თაყვანსა ვცემთ წმინდა ნინოს, რომელმაც იტვირთა მოქცევაჲ ქართლისა. დიდება უფალს და მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისათვის. ეს ყველაფერი ღვთის ნებით მოხდა და ღვთისმშობლის შუამდგომლობით. ზეიმობს მთელი საქართველო. დღეს დიდი საზეიმო წირვა-ლოცვა არის…

Τα σημαντικότερα νέα