ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
03.06.2019 | 11:02
სალომე ზურაბიშვილი გულზე დაკიდებული წმინდა ნინოს ჯვრითა და ხელში ვაზის ჯვრით

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სრულიად საქართველოს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე მოულოცა. “მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე. წმინდა ნინო ფარავდეს სრულიად საქართველოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. 1700 წლის წინ შემოვიდა წმინდა ნინო საქართველოში და იმის მერე საქართველო გამთლიანდა, გაქრისტიანდა და ეს მადლი მოგვყვება და მე ყველას გისურვებთ, რომ ეს მადლი გფარავდეთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან…

01.06.2019 | 14:43
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს წმიდა ნინოს ხსენების დღეს ულოცავს

დღეს საქართველო თავისი განმანათლებლის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, წმიდა ნინოს ხსენება ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უდიდესი დღესასწაულია, სწორედ, ნინოს თმებით შეკრულ ვაზის ჯვარს მოჰყვა ქრისტიანული სარწმუნოების დამკვიდრება და მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რამაც უდიდესი გარდატეხა შეიტანა ქართულ კულტურასა და სააზროვნო სივრცეში. „ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი…

01.06.2019 | 14:22
ილია მეორე – დღეს ხარობს ცა და ქვეყანა, დღეს ჩვენ თაყვანს ვცემთ წმინდა ნინოს

დღეს ხარობს ცა და ქვეყანა, დღეს ჩვენ თაყვანს ვცემთ წმინდა ნინოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში განაცხადა. წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში პატრიარქმა საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა და იქადაგა. „გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმინდა ნინოს შემოსვლის 1700 წელს. დღეს ხარობს ცა და ქვეყანა, დღეს ჩვენ…

01.06.2019 | 14:18
წმინდა ნინოს გზაზე ლოცვითი მსვლელობა 42 დღე, 12 ივლისამდე გაგრძელდება

წმინდა ნინოს გზაზე ლოცვითი მსვლელობა 42 დღე გრძელდება. იწყება დღეიდან და გრძელდება 12 ივლისამდე, როცა პატრიარქი, საღამოს ლოცავს ამ მომლოცველების ჯგუფს, – ამის შესახებ კუმურდოს და კარის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ალექსანდრე ქასრაშვილმა ფოკას მამათა მონასტერში “ინტერპრესნიუსს” განუცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი, დღეს, სავარაუდოდ, სოფელ საღამომდე გაივლის წმინდა ნინოს გზას, რომელიც მონასტრიდან რამდენიმე საათის სავალზეა. „წმინდა…

01.06.2019 | 14:02
წმინდა ნინოს შემოსვლის დღე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ღვთის მსახურება ტარდება თბილისის ეკლესიებში. საზეიმო მსახურებას სიონში კათოლიკოს-პატრიაქი ილია მეორე აღავლენს. წირვა ამ წუთებში მიმდინარეობს. სიონში წმინდა ნინოს ჯვარს გამოაბრძანებენ. მთელი დღის განმავლობაში მრევლს საშუალება ექნება, სიწმინდეს ემთხვიოს. წმინდა ნინოს ხსენების დღეს ორჯერ აღვნიშნავთ. პირველ ივნისს – მისი საქართველოში შემობრძანების დღეს და 27…

01.06.2019 | 13:56
ბოდბეში ნინოობას აღნიშნავენ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ხალხმრავლობაა კახეთში. ბოდბეში ნინოობას აღნიშნავენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის წმინდა ნინოს ეკლესიაში, სადაც წმინდანია დაკრძალული, დილიდან საზეიმო წირვა წირვა მიმდინარეობს. მომლოცველები ბოდბეში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბნენ.

01.06.2019 | 13:53
მართლმადიდებლური სამყარო დღეს წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს ზეიმობს. თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს.

სიონის საკათედრო ტაძარში წმინდა ნინოს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სასულიერო პირებთან და მღვდელთმთავრებთან ერთად ასრულებს. სიონის ტაძარში დაბრძანებულია ჯვარი, რომელიც გადმოცემის თანახმად, წმინდა ნინოს ჰქონდა თან, როდესაც ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში ჩამოვიდა. წმინდა ნინოს ჯვარი მთელი დღის განმავლობაში გამობრძანებული იქნება ტაძრის ცენტრში და მრევლს საშუალება ექნება, ემთხვიოს…

01.06.2019 | 13:33
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. 1700 წლისთავის აღსანიშნად, 10:00 საათიდან წირვა დაიწყო სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბასთან, წმინდა ნინოს შემოსვლის ადგილზე და საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში. სადღესასწაულო წირვას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება. ის შეუერთდება მსვლელობას, რომლის 2000 მონაწილე წმინდა ნინოს გზას გაივლის. პრეზიდენტი ფოკაში წუხელ ჩავიდა. წმინდა ნინოს გზაზე ლოცვითი…

01.06.2019 | 13:26
სალომე ზურაბიშვილი ფარავნის ტბასთან წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს

საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის 1700 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან იმყოფება. ადგილზე მორწმუნეები კოცონთან არიან შეკრებილი, რომლის ანთებაშიც პრეზიდენტმაც მიიღო მონაწილეობა. შეკრებილები ხალხური ცეკვა-სიმღერითა და ლექსებით ხვდებიან დღესასწაულს. პირველ ივნისს, 10:00 საათზე პრეზიდენტი ფოკას მამათა მონასტერში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას დაესწრება, რის შემდეგაც მსვლელობას…

Τα σημαντικότερα νέα