ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
01.06.2019 | 13:22
თესალონიკში თეოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა

22-27 მაისს მიტროპოლიტ პანტელეიმონ პაპაგეორგიუს სახელობის ეკუმენური, მისიოლოგიური და გარემოს დაცვის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ქართველ თეოლოგების და თეოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტების მონაწილეობით თესალონიკში თეოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა, რომლის თემა იყო „მართლმადიდებელი თეოლოგია და მოწმობა“. ათონის მთის წმინდა კინოტის მიწვევით, სიმპოზიუმის ქართველმა მონაწილეებმა მოილოცეს ათონის მთის მონასტრები. შეხვდნენ წმინდა მთის მონასტრების წინამძღვრებს, სასულიერო პირებს. გაიმართა დიალოგი საღვთისმეტყველო საკითხებზე….

01.06.2019 | 11:36
ინფორმაცია წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავთან დაკავშირებით

ა.წ. 1 ივნისს იწყება აღნიშვნა საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს, ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის 1700 წლისთავისა. ამასთან დაკავშირებით ხვალ, შაბათს, 10:00 საათზე მღვდელმთავრების მონაწილეობით წირვა დაიწყება ახალქალაქის რაიონის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბასთან, წმინდა ნინოს შემოსვლის ადგილზე და საქართველოს ყველა ეკლესიაშიც. თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და გამობრძანებული იქნება წმინდა ნინოს ჯვარი….

01.06.2019 | 11:28
წმ. მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის კურსდამთავრებულებისა და პედაგოგების შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქთან

ა.წ. 30 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მდებარე წმ. მეფე თამარის სახელობის საქართველოს საპატრიარქოს სკოლა-პანსიონის მიმდინარე წლის კურსდამთავრებულები, მათი მშობლები და პედაგოგები მიიღო. მისმა უწმინდესობამ დალოცა ახალგაზრდები, ღვთის მფარველობა და წარმატებები უსურვა და სკოლას ღვთისმშობლის ხატი და წიგნები გადასცა. აღნიშნული სასწავლებელი გამორჩეულია იმით, რომ აქ ერთად სწავლობენ და ცხოვრობენ მუსლიმი და ქრისტიანი ბავშვები…

30.05.2019 | 19:33
მამა გიორგი ფირცხელანი – გაჩნდება პლატფორმა, სადაც ახალგაზრდები მოახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას

კონკრეტული პროგრამა დაიწერა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს შეეძლოთ თავისი თავის რეალიზება და გაჩნდება პლატფორმა, სადაც ახალგაზრდები მოახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, – ამის შესახებ მთაწმინდის ღირსი მამა დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელმსახურმა, მამა გიორგი ფირცხელანმა სამების ახალგაზრდულ ცენტრში, ახალგაზრდების თვითრეალიზაციის პრობლემაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეკლესია ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმებასაც, თუმცა ძირითადი პრობლემა მათი შინაგანი მდგომარეობაა და იმ…

30.05.2019 | 16:41
სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

2019 წლის 29 მაისს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შედგა მაგისტრანტ გივი ვაშაკიძის სამაგისტრო ნაშრომის ,,ქრისტიანული ეკლესიის ბრძოლა არიანელობის წინააღმდეგ“ დაცვა. ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გვანცა კოპლატაძე, რეცენზენტი – დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე. დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს წევრები. მაგისტრანტმა წარმოადგინა ნაშრომის ანოტაცია და ძირითადი დასკვნები. გივი ვაშაკიძემ…

30.05.2019 | 16:32
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ქ-ნ ლამარა ჭელიძე-ყურაშვილს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა აფხაზეთის ომის დროს მოწამეობრივად აღსრულებულ მღვდელმონოზონ ანდრიას (ყურაშვილი) დედას. — patriarchate.ge

29.05.2019 | 13:49
ევანგელურ-ლუთერული ეკლესიების კავშირის საეპისკოპოსო საბჭოს შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 28 მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) სხვადასხვა ქვეყნების ევანგელურ-ლუთერული ეკლესიების კავშირის (ELKRAS) საეპისკოპოსო საბჭოს თავმჯდომარე, ეპისკოპოსი ალექსანდერ შაიერმანი, ამავე საბჭოს წევრები, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი მარკუს შოხი და მაღალი რანგის სასულიერო პირები მიიღეს. სტუმრებმა პატივისცემა გამოხატეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად…

29.05.2019 | 13:45
სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართება

ა.წ. 30 მაისს, 17:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება მორიგი შეხვედრა თემაზე: „ახალგაზრდების თვითრეალიზაციის პრობლემები“. მომხსენებლები – მიხეილ ჭკუასელი, ვლადიმერ პაპავა. patriarchate.ge

28.05.2019 | 13:53
Заявление Католикоса-Патриарха всея Грузии

  Анализ событий, развивающихся в последнее время в связи с монастырским комплексом Удабно-Мравалмта в Давид-Гареджи, оставляет впечатление, что, используя церковную тематику, некая сила желает создать серьезные проблемы между Азербайджаном и Грузией и для достижения своей цели, к сожалению, находит опору как в одной, так и в другой стране. Но мы не должны поддаваться на провокации….

Τα σημαντικότερα νέα