ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
28.05.2019 | 13:51
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ნიქოზში

ა.წ. 26 მაისს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს საპატრიარქოს წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უნივერსიტეტის ორგანიზებით სოფელ ნიქოზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ნიქოზის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მეუფე ისაიამ უნივერსიტეტის რექტორ, არქიმანდრიტ იოანესთან (კიკვაძე) და ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საეპისკოპოსო რეზიდენციაში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა…

28.05.2019 | 12:20
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ვინმე პოლიტიკური ქულების ან დივიდენდების მოპოვებისთვის გამოიყენებს დავით გარეჯის თემას

ვთხოვთ ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რაიმე წვლილი შეიტანოს ამ საქმეში, მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობის დიდი ტრადიციის გათვალისწინებით იმოქმედოს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში დავით გარეჯის თემაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, როდესაც თქვა, რომ საზღვრის დელიმიტაციის საკითხი მან წამოიწყო, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქო…

28.05.2019 | 12:14
საქართველოს პატრიარქი დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პატრიარქი დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადება ბრიფინგზე დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წაიკითხა. “ბოლო დროს გარეჯის მრავალმთის უდაბნოსთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ, საეკლესიო თემიდან გამომდინარე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ, დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში. მაგრამ პროვიკაციებს…

28.05.2019 | 12:12
პატრიარქი – ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას

ბოლო დროს გარეჯის მრავალმთის უდაბნოსთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ, დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში”, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მედიას დეკანოზი მიქაელ ბოტკოველმა გააცნო. გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს…

28.05.2019 | 12:00
ილია მეორე გარეჯში შექმნილ მდგომარეობაზე – აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებთ სასულიერო პირებს და მრევლს

აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე; აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებთ სასულიერო პირებს და მრევლს, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს მედიას დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააცნო. განცხადებაში პატრიარქი აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების ანალიზი ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დაძაბვა სხვა ძალას სურს და ეს დაუშვებელია, “ასევე მივმართავთ…

28.05.2019 | 11:53
პარიზში გამოცემული უნიკალური რუკა, სადაც დავით გარეჯის მონასტრები პირველად არის დაფიქსირებული

ძვე­ლი რუ­კე­ბის ექ­სპერ­ტი და რუ­კე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი, გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე AMBEBI.GE-ს უძ­ვე­ლეს რუ­კას აწ­ვდის, რო­მელ­ზეც და­ვით გა­რე­ჯის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი პირ­ვე­ლად არის აღ­ნიშ­ნუ­ლი. აი, რას გვი­ამ­ბობს სპე­ცი­ა­ლის­ტი რუ­კის შე­სა­ხებ: გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე: – ეს ერ­თა­დერ­თი ძვე­ლი რუ­კაა, სა­დაც კარ­გად ჩანს გა­რე­ჯის მო­ნას­ტრე­ბი. და­ვით გა­რე­ჯის მო­ნას­ტე­რი პირ­ვე­ლად და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია გი­ი­ომ დე­ლი­ლი­სა (Gუილლაუმე Dელისლე) და სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის ერ­თობ­ლივ რუ­კა­ზე, რო­მე­ლიც…

28.05.2019 | 11:45
მეუფე ეფრემი – დავით გარეჯი, ყველა მიწიერი თუ სულიერი კანონით, საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ეს გადახედვას არ ექვემდებარება

მშვიდობიანად უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი, რადგან დღეს დასაკარგი და დასათმობი არაფერი აღარ აქვს, რადგან ისედაც ბევრია დათმობილი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა განუცხადა, რომელიც სასულიერო პირებთან ერთად დავით გარეჯში იმყოფება. დავით გარეჯში აქციის “გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია” მონაწილეები იკრიბებიან. როგორც მეუფემ აღნიშნა, აქცია მშვიდობიანია, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ დავით გარეჯი…

27.05.2019 | 12:10
28 მაისს, გარეჯში სასულიერო პირების და საზოგადოებრივი ჯგუფების აქცია – „გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია” იგეგმება

გარეჯელი სასულიერო პირების განცხადებით, სამშაბათს, 28 მაისს, გარეჯში სასულიერო პირების და საზოგადოებრივი ჯგუფების საპროტესტო აქცია სახელწოდებით “გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია” იგეგმება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია ქართული, აზერბაიჯნული და სომხური დროშების თანხლებით ჩატარდება. „ეს იქნება ნიშანი, რომ ჩვენ არავისთან მტრობა არ გვინდა და მით უფრო ჩვენს სახლში, ჩვენს ძმებთან, კავკასიელებთან. ამ აქციით გავაფრთხილებთ ნებისმიერ დაინტერესებულ…

27.05.2019 | 12:07
ილია მეორე – უნდა გვახსოვდეს, რომ დიასპორის მოქმედება, საქმიანობა, ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე

უნდა გვახსოვდეს, რომ დიასპორის მოქმედება, საქმიანობა, ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე,“ – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიასპორის ფორუმზე „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პატრიარქმა უცხოეთში მცხოვრები ქართველების საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მათი მოღვაწეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, უწმინდესმა უარყოფით მხარეებზეც ისაუბრა. მისი თქმით, უცხოეთში მყოფი მრავალი ქართველი დღეს…

Τα σημαντικότερα νέα