ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
27.05.2019 | 12:04
პატრიარქი – მრავალი ქართველი უცხოეთში ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს უარყოფითი მხარეები აღმოიფხვრას

მრავალი ქართველი ადამიანი დღეს ციხეში იმყოფება ქურდობისათვის ან სხვა უარყოფითი საქმისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს უარყოფითი მხარეები აღმოიფხვრას, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პატრიარქმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ქართველ ხალხს სამშობლოში ჩამოსვლა გაუადვილოს. „ქართული დიასპორის მოღვაწეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ბევრს აკეთებენ საქართველოსთვის. ჩვენ მოხარული ვართ, რომ…

27.05.2019 | 12:02
დეპუტატი რამაზ ნიკოლაიშვილი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის წევრი, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამეტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი და PABSEC-ის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რამაზ ნიკოლაიშვილი, სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში, სოფიაში იმყოფება, სადაც ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს. ბულგარეთი 318 პრეტენდენტიდან ირჩევს 17 ევროპარლამენტარს, რომელიც წარმოადგენენ ქვეყანას…

26.05.2019 | 16:20
არქიმანდრიტი კირიონი – ჩიჩხიტურის მონასტრამდე აზერბაიჯანელებს 4-კილომეტრიანი გზა უკვე გაყვანილი აქვთ და დაახლოებით, 500-700 მეტრი რჩებათ

ჩიჩხიტურის მონასტრამდე აზერბაიჯანელებს 4-კილომეტრიანი გზა უკვე გაყვანილი აქვთ და დაახლოებით, ნახევარი კილომეტრი, მაქსიმუმ 700 მეტრია დარჩენილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის მშენებლობის საკითხის კომენტირებისას განუცხადა. როგორც არქიმანდრიტი კირიონი ამბობს, სამუშაოები დღის განმავლობაში შეუჩერებლად მიმდინარეობდა. მისივე ინფორმაციით, მონასტერი ამ დრომდე ჩაკეტილია. „არ გაუჩერებიათ მუშაობა….

26.05.2019 | 16:12
დავით გარეჯთან დაკავშირებით, ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ბაქოში შეხვედრა მიმდინარეობს

დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით, ქართული და აზერბაიჯანული მხარეები, ბაქოში შეხვედრას ამ წუთებში მართავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში შეხვედრის დეტალების შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ. კომისიის ქართულ მხარეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ახალი ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს. კომისია, რომლის შემადგენლობაც 20 წევრისგან განისაზღვრა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა…

26.05.2019 | 16:07
დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი – დავით ზალკალიანის განცხადება გასულია მომსახურების ზონიდან – აზერბაიჯანი სამი უზარმაზარი ბულდოზერით მუშაობს, სადაა, რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო?

ზალკალიანის განცხადება არ გავდა არც მინისტრის, არც სახელმწიფო მოხელის განცხადებას, საერთოდ გასული იყო მომსახურების ზონიდან. რაც ხდება ეს ვანდალიზმია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის მშენებლობის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. არქიმანდრიტი „სპექტაკლს“ უწოდებს იმ განცხადებებს, რაც სამშენებლო სამუშაოების შესახებ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა და…

25.05.2019 | 14:48
მანანა ანდრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

2019 წლის 22 მაისს, საპატრიარქოს ტელევიზიაში − „ერთსულოვნება“, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელისა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ერთობლივი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია- „ქრისტიანული თეოლოგიისა და მუსიკოლოგიის საკითხები“ გაიმართა. კონფერენცია პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნას მიეძღვნა . მანანა ანდრიაძის სახელს უკავშირდება ქართული გალობის პოპულარიზაციისთვის გაწეული მრავალმხრივი საქმიანობა. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით კონსერვატორიაში შეიქმნა…

25.05.2019 | 14:44
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტებმა, თამარ ნოზაძემ, მარიამ მარგალიტაშვილმა, მარიამ მარღიშვილმა და თეონა ბერიკაშვილმა ასოცირებული პროფესორის, ნანა გოგიჩაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტთაშორის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც გაიმართა 23 მაისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში. კონფერენციაზე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა წაიკითხეს შემდეგი მოხსენებები: თამარ ნოზაძე და მარიამ მარგალიტაშვილი ,,დეპრესიის დონის კვლევა…

25.05.2019 | 14:41
პარაკლისი სიონის საკათედრო ტაძარში

23 მაისი მოციქული სიმონ კანანელის ხსენების დღეა. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, ასევე, „აფხაზეთობის“ დღედ გამოცხადდა. ამ დღესათან დაკავშირებით, დღეს სიონის საკათედრო ტაძარში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორმა, დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ სასწავლებელში მოღვაწე სამღვდელოებასთან ერთად ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი აღასრულა. ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ აფხაზეთის…

25.05.2019 | 14:33
2019 წლის სტუდენტთა კონფერენციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება

  2019 წლის 15-16 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. წარმოდგენილი მოხსენებების თემატიკა მრავალფეროვანი იყო, მოიცავდა თეოლოგიის, ქრისტიანული ხელოვნების, ქართული სასულიერო მწერლობის, ეკლესიის ისტორიის საკითხებს. კონფერენციისთვის მომზადებული მოხსენებები განსაკუთრებული ინტერესით მოისმინეს სტუდენტებმა და  პროფესორ-მასწავლებლებმა. დაისვა თემატური შეკითხვები, გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებებიც. კონფერენციის დასრულების შემდგომ გამოვლინდა ყველაზე საინტერესო და მაღალ აკადემიურ დონეზე შესრულებული …

Τα σημαντικότερα νέα