ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
25.05.2019 | 13:33
პროექტი „იაზროვნე ციფრულად“

2019 წლის 20 მაისს, ორშაბათს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარდა პრეზენტაცია პროექტისა „იაზროვნე ციფრულად“. ,,ლიტერატურული კლუბის“ პროექტი დაფინანსებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამით(PITA) და ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში. ეს პროექტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ბიბლიის ციფრული გამოცემების ნახვა, გახმოვანებული ტექსტის სხვადასხვა ენაზე,…

24.05.2019 | 22:07
23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, აფხაზეთის დღეც აღინიშნება

23 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვიმონ კანანელის ხსენებას აღნიშნავს. მაცხოვრის მოციქულმა ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში იქადაგა და მოწამეობრივად აღესრულა ანაკოფიაში. მისი განსასვენებელი სოხუმთან ახლოს, კომანში მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს აფხაზეთის დღეც დაწესდა. ამასთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომელსაც მრევლთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომამდგენლებიც დაესწრნენ….

23.05.2019 | 18:06
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შვეიცარიის ელჩს შეხვდა

ა.წ. 23 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი პატრიკ ფრანცენი მიიღო. კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია და დარღვეულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. მან ამასთან კონფლიქტების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის იმედი გამოთქვა და ისაუბრა სახალხო დიპლომატიის დადებით მხარეებზე და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე. მისმა…

22.05.2019 | 19:31
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს შეხვდა

ა.წ. 21 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი, ბ-ნი სტანისლავ კარჩევსკი, სენატის წევრები და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყნები და მსოფლიო დგას. ბ-ნმა სტანისლავ კარჩევსკიმ ისაუბრა ქვეყანაში ქრისტიანობის გავლენაზე და აქედან…

21.05.2019 | 10:54
ინსტიტუტების რეიტინგში ეკლესია ლიდერობს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, ინსტიტუტების რეიტინგში ეკლესია ლიდერობს. კვლევის მიხედვით, კითხვაზე: როგორც შეაფასებდით ინსტიტუტების საქმიანობას – რესპონდენტთა 20%-მა აღნიშნა, რომ საქართველოს მრთლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 41% ეკლესიის საქმიანობას კარგად, 21% საშუალოდ, 6% ცუდად, 1% კი ძალიან ცუდად აფასებს. ამასთან კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ 10%-მა გასცა. მეორე ადგილს იუსტიციის სახლები იკავებს. კერძოდ,…

19.05.2019 | 18:01
სამების ტაძრის ეზოში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა [ფოტო]

თბილისში, სამების ტაძრის ეზოში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაესწრო. ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად ადამიანები სამების ტაძრამდე მსვლელობით მივიდნენ. ავტორი – ირაკლი გედენიძე / 1tv

19.05.2019 | 14:39
ილია მეორე – ზოგიერთმა მიიჩნია, რომ 17 მაისს ოჯახების დალოცვა ვიღაცების წინააღმდეგ იყო, წინააღმდეგობა არ გვაქვს, გვაქვს დარდი საქართველოზე

ზოგიერთმა მიიჩნია, რომ 17 მაისს ოჯახების დალოცვა ვიღაცების წინააღმდეგ იყო, წინააღმდეგობა არ გვაქვს, გვაქვს დარდი საქართველოზე, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება: „ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! 17 მაისს, თქვენ იცით, ჩვენ დავლოცეთ ოჯახები. ზოგიერთმა ადამიანმა მიიჩნია, თითქოს ვიღაცების წინააღმდეგ იყო ეს მოქმედება. არავითარი…

18.05.2019 | 17:47
სადისერტაციო საბჭოს სხდომა

15 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სადისერტაციო საბჭოს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სასწავლებლის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. სადისერტაციო საბჭოს წევრებმა განსაზღვრეს დოქტორანტ ცოტნე ჩხეიძის სადისერტაციო ნაშრომის: „ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებების საღვთისმეტყველო ანალიზი“ (თემის ხელმძღვანელი – თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, რუსთველი მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანე (გამრეკელი) დაცვის თარიღი და სადისერტაციო კომისიის შემადგენლობა….

18.05.2019 | 17:44
პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია პლენარული სხდომა

2019 წლის 13 მაისს, ორშაბათს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია, პლენარული სხდომა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სასწავლებლის რექტორმა, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. რექტორმა, პროტოპრესვიტერმა ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე, რაც სასულიერო აკადემიის სამეცნიერო პოტენციალის გამოხატულებაა და მონაწილეებს წარმატებული მუშაობა უსურვა. წარმოდგენილი მოხსენებები შეეხებოდა თეოლოგიის, ეკლესიის ისტორიის, ფილოლოგიის, არქიტექტურის…

Τα σημαντικότερα νέα