ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
17.05.2019 | 19:33
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა – გარყვნილების პროპაგანდა ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს ვერ იქნება

გარყვნილების პროპაგანდა ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს ვერ იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოში ოჯახში სიწმინდის დღე აღინიშნება და ეკლესია ადამიანებს მოუწოდებს, მისი ბრძოლის მეთოდი მშვიდობიანი იყოს. „დღეს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეა. ეს მშობლების პატივისცემისა და ოჯახური ფასეულობების პოპულარიზაციისთვის კეთდება. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრისკენ იგეგმება, სადაც მისი უწმინდესობა…

17.05.2019 | 19:29
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქოს ორგანიზებით, სახალხო მსვლელობა გაიმართება

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კვლავ შედგება სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს. „მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება. აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის…

17.05.2019 | 10:15
12 მოციქულის სახელობის ტაძარი ჩვენი დახმარების მოლოდინშია

“კარიბჭის” მკითხველმა უკვე იცის, რომ სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის – მეუფე სვიმეონის კურთხევით, ხაშურში, მე-7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შენდება 12 მოციქულის სახელობის ტაძარი. მშენებლობას ხელძღვანელობს მამა ლევან ახვლედიანი. “კარიბჭის” გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციას იმის შესახებ, რომ ტაძრის მშენებლობას ჩვენი დახმარება სჭირდებოდა არაერთხელ მოჰყვა მკითხველების რეაგირება და მათი დახმარებით ტაძარი ამ მდგომარეობამდეა მიყვანილი. მაგრამ ამ ეტაპზე…

16.05.2019 | 19:49
საქართველოს საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს” ორგანიზებით ირინე ენუქიძის სახლთან გამწვანების ღონისძიება ჩატარდა

ა.წ. 16 მაისს საქართველოს საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს” (აღმასრულებელი მდივანი გოჩა არონიშიძე) ორგანიზებით ქალბატონ ირინე ენუქიძის სახლთან გამწვანების ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ოჯახის ახლობლებმა, მეგობრებმა, ფონდის პარტნიორებმა, – შპს. ,,მწვანე სახლმა”(დირექტორი მირიან მდივანი) და ,,ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ” (ხელმძღვანელი რეზო ბეჟაშვილი). ირინე ენუქიძე იყო სამაგალითო ადამიანი, ღირსეული დედა და მეუღლე. იგი როგორც სამართლიანობისთვის თავგანწირვით…

16.05.2019 | 19:43
16 მაისს საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი ჩატარდა

ა.წ. 16 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს ჩოხოსნების ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი ჩატარდა. დღეს ჯვრისწერის საიდუმლო 500-ზე მეტი წყვილისთვის შესრულდა, რომელთაც ოჯახი შექმნილი ჰქონდათ, მაგრამ ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი. თბილისში, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში კი ჯვარი 120-ზე მეტმა წყვილმა დაიწერა, რაც სამ ეტაპად განხორციელდა. ვულოცავთ მათ ამ გამორჩეულ დღეს…

16.05.2019 | 19:25
დეკანოზი გიორგი კიკვაძე – ვფიქრობთ, 17 მაისის მსვლელობაში ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რადგან ოჯახი ის უპირველესი ღირებულებაა, რომელზეც სახელმწიფო დგას

დეკანოზ გიორგი კიკვაძის განცხადებით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გასამართ მსვლელობაში მონაწილეებს, სრულიად საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე დალოცავს, შემდეგ კი პარაკლისს აღავლენს. დეკანოზის თქმით, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან 17:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, რის შემდგომაც სამების საპატრიარქო ტაძრის გალავანთან კონცერტი გაიმართება. „ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს ამ…

16.05.2019 | 11:41
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

ა.წ. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კვლავ შედგება სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს. მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება. აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს, იგი…

15.05.2019 | 14:53
ჩემო თამარ, ამ ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმეს ნურავინ დაამადლის სამშობლოს – ზვიად სეხნიაშვილი თამარ ჭოხონელიძის გამოსვლას ეხმაურება

17 მაისს, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტია დაგეგმილი, რომელშიც ქართველი მომღერლები მონაწილეობენ. რამდენიმე მათგანმა კი ამ კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მათ შორის არის თამარ ჭოხონელიძე, რომელიც განმარტავს მიზეზს, თუ რატომ თქვა უარი აღნიშნულ კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე. როგორც მომღერალმა გადაცემა რეაქცია”-ში სტუმრობისას თქვა, მან ამ კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ…

15.05.2019 | 14:34
17 მაისს, 13 საათზე, სამების ტაძარში მორიგი საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება – ჯვარს 150 წყვილი დაიწერს

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს,13 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მორიგი საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება – ჯვარს 150 წყვილი დაიწერს. საყოველთაო ჯვრისწერები 2016 წლიდან უწმინდესის კურთხევით და ჩოხოსანთა საზოგადოების ორგანიზებით იმართება. შეგახსენებთ საპატრიარქოს განცხადებას საყოველთაო ჯვრისწერებთან დაკავშირებით. ეს განცხადება 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა: “როგორც ცნობილია, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული “ჩოხოსანთა საზოგადოების” ორგანიზებით დაიწყო საყოველთაო ჯვრისწერები, რაც სრულიად…

Τα σημαντικότερα νέα