ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
14.05.2019 | 16:08
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ათენის უნივერსიტეტის პროფესორი და ქართველი სტუდენტები მიიღო

  ა.წ. 10 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, ბ-ნი ხრისტოს კარაიანისი და ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ქართველი სტუდენტები მიიღო. პროფესორმა ხრისტოს კარაიანისმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და დამსწრეთ გააცნო მის მიერ გამოცემული წიგნი, რომელიც ეძღვნება იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავთან არსებულ საცავში აღმოჩენილ შეწირულობებს, რომელთა შორის არის ქართული გარდამოხსნები,…

13.05.2019 | 16:01
მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა

ქრისტე აღდგა! გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს! ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი, რომლის სახელზეც აშენებულია ეს წმინდა ტაძარი, შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს! ჩვენთან არს ღმერთი! სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისალოცი სიტყვა: თქვენო აღმატებულებავ, ქ-ნო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბ-ნო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო, უფალი ბრძანებს, ,,აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას”. განგებითა ღვთისათა, ღვთის ლოცვა-კურთხევით, აღვაშენეთ…

13.05.2019 | 11:48
აუცილებლად წაიკითხეთ!!! ღვთისმშობელმა აკურთხა ქართველთა ბრძოლა სამშობლოს თავისუფლებისათვის, თუნდაც ის მარცხით დასრულებულიყო.

  ეს საგულისხმო ამბავი კი XIX საუკუნის საქართველოში მოხდა. 1812 წელი იდგა. თურქეთში გაქცეული სოლომონ II იმერეთში დაბრუნებას და იქიდან რუსის ჯარის განდევნას აპირებდა. ხალხი აჯანყებისთვის ემზადებოდა. ხატების წინ იფიცებდნენ სოლომონ მეფის ერთგულებაზე, აღთქმას დებდნენ, რომ რუსებს არ დაემორჩილებოდნენ. თუმცა ყველა ასე როდი იყო განწყობილი. მარელისელ მღვდელს, მეფე სოლომონის კარზე მიღებულ მოძღვარს, მამა ბესარიონ ქიოტიშვილს…

12.05.2019 | 16:24
ილია მეორე – ღვთის ლოცვა-კურთხევით აღვაშენეთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, რაც მოწმობს, რომ საქართველო იმყოფება ივერიის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ

ღვთის ლოცვა-კურთხევით აღვაშენეთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, რაც მოწმობს, რომ საქართველო იმყოფება ივერიის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე, ტაძრის კურთხევის შემდეგ განაცხადა. „უფალი ბრძანებს, და აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას. განგებითა ღვთისათა, ღვთის ლოცვა-კურთხევით აღვაშენეთ ეს ეკლესია ყოვლადწმინდა…

12.05.2019 | 16:19
მეუფე დანიელი – ჩვენი ერის ისტორიაში ქვეყნის ყველაზე გამორჩეული და დიდი სიმაღლე იყო მაშინ, როდესაც სასულიერო და საერო ხელისუფლება თანამოაზრენი იყვნენ

ჩვენი ერის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული, ყველაზე დიდი სიმაღლე ჩვენი ქვეყნისა იყო მაშინ, როდესაც სასულიერო და საერო ხელისუფლება ერთად იყვნენ, თანამშრომლობდნენ, იყვნენ თანამოაზრენი და ერთსულოვნება აერთიანებდა მთელს ქვეყანას, – ამის შესახებ ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძრის კურთხევის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. „მინდა, სიხარულით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი საერო ხელისუფლება…

12.05.2019 | 16:16
მეუფე დანიელი – ჭეშმარიტი ქართველი ქალი დღეს თავისი ლოცვით, სიყვარულით მალამოდ ედება ოჯახისა და ერის წყლულებს

ჭეშმარიტი ქართველი ქალი თავისი ლოცვით, სიყვარულით მალამოდ ედება ოჯახისა და ერის წყლულებს, – ამის შესახებ ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძრის კურთხევის შემდეგ განაცხადა. როგორც მეუფე დანიელმა აღნიშნა, საქართველო მენელსაცხებლე დედების სიმრავლით გამოირჩევა. „როდესაც მაცხოვარი შეიპყრეს, თითქმის ყველა მოწაფე მამაკაცი გაიფანტა. ჯვარცმულ ქრისტესთან იყო მხოლოდ იოანე ღვთისმეტყველი და…

12.05.2019 | 16:06
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ახლად ნაკურთხ ტაძარში პატრიარქის ნათლული შვიდი ბავშვი გახდა

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ახლად ნაკურთხ ტაძარში შვიდი ბავშვი მონათლეს. შვიდი ბავშვი ეკლესიის შვიდი სათნოების აღსანიშნავად მოინათლა. შვიდივე ჩვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ნათლულია. ნათლობა ტაძრის სანათლავში გაიმართა. მონათლულებს შორისაა ძალოსნის, მსოფლიო რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის შვილი. ნათლობის ცერემონია არქიმანდრიტმა ეგნატემ და დეკანოზმა შალვამ საზეიმო წირვის პარალელურად ჩაატარეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის…

12.05.2019 | 16:04
მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი ილია მეორემ აკურთხა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ​დღესასწაულზე, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხა. ილია მეორე ტაძარში საზეიმო წირვას აღავლენს. წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, დღეს, 12 მაისს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე აღინიშნება. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის…

11.05.2019 | 14:57
საპატრიარქო – მოლაპარაკებების შედეგად დავით გარეჯში სიტუაცია დასტაბილურდა, მნახველებისთვის ჩიჩხიტურის მონასტერი გაიხსნა

მოლაპარაკებების შედეგად დავით გარეჯში სიტუაცია დასტაბილურდა, – ამისი შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „მოლაპარაკებების შედეგად დავით გარეჯში სიტუაცია დასტაბილურდა. ღვთის წყალობით, ამ დროისთვის გახსნილია ჩიჩხიტურის მონასტერიც და მნახველებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ ქართული კულტურის ამ შესანიშნავი ძეგლის მოლოცვა. იმედს ვიტოვებთ, დემარკაციის პროცესი მშვიდობიანად წარიმართება და აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება“, – აღნიშნულია…

Τα σημαντικότερα νέα