ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
26.04.2019 | 20:09
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა [ფოტო-ვიდეო]

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა. მსახურება სიმბოლურად ჯვარცმული იესო ქრისტეს დაკრძალვას და დატირებას ასახავს. რიტუალი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა. გარდამოხსნა, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვრის გამოსახულებაა ამოქარგული, უწმინდესმა სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანა. გარდამოხსნა ტაძარში სამჯერ შემოატარეს, რის შემდეგაც ტაძრის შუაგულში ყვავილებით მორთულ სპეციალურ სადგამზე…

26.04.2019 | 20:01
წითელი პარასკევი

ვნების შვიდეულის პარასკევი, მორწმუნეთათვის ყველაზე მძიმე დღეა. ეკლესია-მონასტრებში დღეს შესრულებულ ღვთისმსახურებაზე იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენიებენ. დიდი პარასკევის მსახურება 14:00 საათზე ჩატარდა, რადგან გადმოცემით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. განსაკუთრებით ბევრი მორწმუნეა დღეს იერუსალიმში, სადაც ჩვენი კორესპონდენტი სოფო მთივლიშვილი იმყოფება, ის ქართველ პილიგრიმებთან ერთად მონაწილეობდა სიმბოლურ მსვლელობაში, „ვია დოლოროსაზე“ –…

26.04.2019 | 19:51
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება დიდ ხუთშაბათს (25.04.2019)

ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ წმინდა ზიარების მიღებას. დღეს განსაკუთრებული დღეა. ის დღე, მაცხოვარმა რომ აზიარა მოციქულები და მათ შორის იუდა ისკარიოტელიც. წმინდა მამები ამბობენ, რომ იუდას ზიარების შემდეგ მადლობა რომ შეეწირა მაცხოვრისათვის წმინდა ზიარების მიღებისათვის, ის ვეღარ გასცემდა, ეშმაკი ვერ შევიდოდა მასში. საერთოდ, ლოცვისას ჩვენ უფრო ვთხოულობთ. არსებობს თხოვნითი კვერექსი, ეს არის მწუხრზე, ცისკარზე…

25.04.2019 | 14:21
დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე: წითელი კვერცხი, პასკა და ჯეჯილი ქრისტიანული ტრადიციაა

ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მღვდელმსახური, დეკანოზი დავითი (ხაჭაპურიძე) „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის წითელი კვერცხის, პასკისა და ჯეჯილის მნიშვნელობაზე საუბრობს. დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე: წითელი კვერცხი, პასკა და ჯეჯილი ქრისტიანული ტრადიციაა „კვერცხი, ზოგადად, სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმულმა მაცხოვარმა სისხლით გამოისყიდა კაცობრიობის ცოდვები. პასკა აღდგომის სიხარულისა და ქრისტიანთა ერთობის სიმბოლოა“, – ისაუბრა მამა დავითმა. დეკანოზის…

25.04.2019 | 13:53
დავით გარეჯის არქიმანდრიტ კირიონის ინფორმაციით, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი ჩაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვებენ

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ. ამის შესახებ არქიმანდრიტმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. „მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ბილიკებზე მუშაობენ, გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს არჭობენ, რასაც მშვიდად უყურებენ ქართველი მესაზღვრეები. ისეთივე კრიზისული და უარესი მდგომარეობა იქმნება, როგორც 2012 წლის მაისში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ…

25.04.2019 | 13:46
ილია მეორე – ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა – მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის

ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა. მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის მსახურების შესრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა მრევლს წმინდა ზიარების მიღება მიულოცა. „დღეს განსაკუთრებული დღეა. ის დღეა, მაცხოვარმა რომ აზიარა მოციქულები და მათ შორის, აზიარა იუდა ისკარიოტელი….

25.04.2019 | 13:28
მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. დღევანდელ დღეს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. 09:00 საათიდან სამების ტაძარში წირვა დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს. ლიტურგიის შემდეგ კი ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება. პატრიარქი 12 მღვდელს ფეხს დაბანს. ეს ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური…

25.04.2019 | 13:22
ილია მეორე დიდი ხუთშაბათის მსახურებას ატარებს [ფოტო]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსთან ერთად მივიდა. პატრიარქი დიდი ხუთშაბათის მსახურებას ატარებს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. დღევანდელ დღეს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება. სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. წირვის შემდეგ 13:00 საათზე ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება. ილია მეორე…

24.04.2019 | 15:42
ადამიანი, რომელიც არც ლოცულობს, არ დგას სწორ გზაზე

რუის-ურბნისი ეპარქიის მღვდელმსახური, სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა თეოდოსი (ხაჩიძე): -რაც უფრო მეტად მლოცველია ადამიანი, მასზე მეტი ბრძოლაა? -ადამიანი, რომელიც არც ლოცულობს, არც არაფერს აკეთებს, ის ისედაც იგულისხმება, რომ ის არ დგას სწორ გზაზე და მისთის ეშმაკს არ სცალია. დაცემულ ანგელოზებს, დემონებს არ სცალია. მათ ისეთი ადამიანების ცდუნება და ცოდვაში ჩაგდება უნდათ, რომლებსაც…

Τα σημαντικότερα νέα