ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
24.04.2019 | 15:39
მოთმინება ყველაზე დიდი სათნოებაა

გვესაუბრება სოფელი გლდანის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა თადეოზი (თანდაშვილი): -მოთმინება ყველაზე დიდი სათნოებაა ადამიანის ცხოვრებაში. მოთმინება სულიერების ნაყოფია. როცა ადამიანს აქვს მოთმინება მას აქვს სულიერი სიმშვიდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ძალიან ბევრი რამისთვის მიუღწევია. დიდი შრომაა იმისათვის ჩასატარებელი, რომ ადამიანმა მოთმინება გამოიმუშავოს. ადამიანმა უნდა იგრძნოს ეს სათნოება და ძალიან ბევრ…

23.04.2019 | 17:38
ვნების შვიდეული – ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს

თავისი შინაარსისა და საიდუმლოთა აღსრულების გამო, ვნების შვიდეულის ყოველ დღეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ “დიდი” უწოდა. ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ეკლესიაში აღესრულება პირველშეწირულის ლიტურგია. იკითხება ოთხივე სახარება. ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს. დიდი ორშაბათი დიდ ორშაბათს ეკლესია იხსენებს უნაყოფო ლეღვის გახმობას. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ…

22.04.2019 | 12:09
ვნების შვიდეული: როგორ უნდა მოიქცნენ მართლმადიდებლები ამ პერიოდში

ვნების შვიდეული აღდგომის წინა კვირას ეწოდება და ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ დღეებს, მაცხოვრის ჯვარცმას და შემდეგ ქრისტეს აღდგომისთვის მზადებას ეძღვნება. 2019 წელს ვნების შვიდეული 22 აპრილს იწყება და 27 აპრილს – დიდ შაბათს დასრულდება. როგორ უნდა მოიქცნენ ქრისტიანები ვნების შვიდეულში ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს…

22.04.2019 | 12:01
ორგანიზაცია „მამული, ენა, საწრმუნოება – ივერიელნის“ კონფერენცია თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში

დღეს, 18 აპრილს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ორგანიზაცია „მამული, ენა, საწრმუნოება – ივერიელნის“ წარმომადგენლები, რომელთა ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით ეწყობა კონფერენციათა ციკლი სახელწოდებით: „აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“. დღეს ამ ციკლიდან თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში წარმოდგენილი იყო თემა: „აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კულტურული მემკვიდრეობა, თანამედროვე მდგომარეობა და საფრთხეები“. მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებასთან ისაუბრეს იმ საფრთხეებზე,…

22.04.2019 | 11:57
შეხვედრა თბილისის ილია მართლის სახელობის სკოლასთან

17 აპრილს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის. XI-XII კლასის მოსწავლეებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. ვიზიტის მიზანი იყო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, როგორც უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის შესახებ აბიტურიენტთა ინფორმირება. სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს სასწავლო პროგრამები, სასწავლო პროცესი, მიაწოდეს…

22.04.2019 | 11:48
მეუფე შიომ მომლოცველთა ჯგუფი დალოცა, რომლებიც იერუსალიმში, წმინდა ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად მიემგზავრებიან

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში მომლოცველთა ჯგუფი დალოცა, რომლებიც იერუსალიმში, წმინდა ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად მიემგზავრებიან. როგორც ორგანიზაცია “პილიგრიმ ტურსის” დირექტორმა ცისანა (ციცო) გემაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მომლოცველები ისრაელში ხვალ, გამთენიისას გაემგზავრებიან, წმინდა ცეცხლი კი საქართველოში შაბათს, 27 აპრილს, ღამის თორმეტი საათისთვის იქნება. “მთელი ვნების კვირეული ჩვენ ვიქნებით წმინდა…

22.04.2019 | 11:41
მეუფე შიო – ეს დღესასწაული თან ზეიმია და თან არის დღე, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ერთგულებაზე და ადამიანის ცვალებადობაზე

ეს დღესასწაული თან ზეიმია და თან არის დღე, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ერთგულებაზე და ადამიანის ცვალებადობაზე, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ბზობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე შიომ ბრძანა, ხშირად ადამიანებს ჩვენს მიერ დამახინჯებული სახარება გვაქვს და იმით ვცხოვრობთ,…

22.04.2019 | 11:37
მეუფე შიო – სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც თითქოს ეკლესიურები არიან, თითქოს არიან მორწმუნეები, მაგრამ მიწიერ კეთილდღეობას ეძებენ იესო ქრისტესგან

სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც თითქოს ეკლესიურები არიან, თითქოს არიან მორწმუნეები, მაგრამ მაშინდელი ებრაელების მსგავსად მიწიერ კეთილდღეობას ეძებენ იესო ქრისტესგან და როდესაც დგება ჟამი სნეულების ან გარდაცვალების, ასეთი ადამიანები უარყოფენ ყველაფერ იმას, რაც უფალმა სულის გადასარჩენად გამოუგზავნა, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ბზობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. მეუფე…

22.04.2019 | 11:28
პატრიარქის ექიმი განმარტავს, თუ რატომ არ იმყოფებოდა ილია მეორე ბზობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა. ექიმის თქმით, ილია მეორე გაციებულია და ამიტომ ექიმების რეკომენდაცია იყო, რომ დარჩენილიყო საპატრიარქოში. მისივე ინფორმაციით, პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას ექიმთა რაიმე განსაკუთრებული ჩარევა არ სჭირდება. დღეს, ილია მეორე ბზობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში არ იმყოფებოდა…

Τα σημαντικότερα νέα