ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
16.04.2019 | 15:26
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ფრანგული მედია პარიზის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. “ხანძარი ლიკვიდირებულია. თვალს ვადევნებთ ნარჩენ ალს და განვაგრძობთ შენობის ცხელი ნაწილების გაგრილებას, მათ შორის კარკასს, რათა ხანძარი კვლავ არ გაჩნდეს”, – ნათქვამია პარიზის სახანძრო სამსახურის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად…

16.04.2019 | 15:24
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა

  პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა. როგორც ნოტრ-დამის პრესმდივანმა ანდრე ფინომ განაცხადა, რელიკვიები საეკლესიო საცავებში ინახება და მათ არაფერი ემუქრებათ. “რელიკვიები საეკლესიო საცავში ინახება და იქ ცეცხლის გავრცელების რისკი არ არის”, – განაცხადა ანდრე ფინომ. karibche.ambebi.ge

15.04.2019 | 14:36
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თურქეთში მცხოვრები ქართველები მიიღო

ა.წ. 14 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თურქეთში, ქ. ინეგოლში მცხოვრები ქართველები მიიღო და დალოცა. მისმა უწმინდესობამ მათ სამშობლოში ჩამოსვლა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი დაუბრუნდებიან საკუთარ კუთხეს. სტუმრებმა მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ანსამბლ ,,რირაშის” წევრებმა ფოლკლორული ნომრები შეასრულეს. ქართველები ინეგოლში მუჰაჯირობის დროს, XIX საუკუნეში, აჭარიდან გადასახლდნენ და მიუხედავად ამისა, დღემდე ინარჩუნებენ…

14.04.2019 | 13:08
ილია მეორე – როდესაც მტერი ქართულ ენას ემუქრებოდა, ის ახალგაზრდებმა დაიცვეს, ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება

იმ დროს, როდესაც მტერი ქართულ ენას ემუქრებოდა, ის ახალგაზრდებმა დაიცვეს, ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ განაცხადა. „დარჩა ორი კვირა და ზეიმით შევხვდებით ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს. დღევანდელი კვირა არის მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღე. მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება თქვენ იცით. ის ატარებდა თავისუფალ ცხოვრებას და შემდეგ სინანულით განიწმინდა,…

13.04.2019 | 16:41
სამების ტაძრის არქიმანდრიტი – საკურთხეველს ერთი ადამიანი ხატავს და ერთი ეხმარება, მთლიანი ტაძრის მოხატვაში კი შესაძლოა, სხვადასხვა ჯგუფი ჩაერთოს, რომ ჩქარ ტემპში დასრულდეს

მის უწმინდესობასთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ სამების ტაძარი მოიხატებოდა,- ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განაცხადა. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძრის სრულად მოხატვას დააფინანსებს. „მის უწმინდესობასთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ მთელი ტაძარი მოიხატებოდა. ეს ფაქტი ძალიან სასიხარულოა. დანარჩენი დეტალები მხოლოდ დამკვეთი ჯგუფისა და მხატვრის ურთიერთობაში გაირკვევა. ამ დეტალებსა და ფინანსურ საკითხებს…

13.04.2019 | 14:47
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანსამბლი ,,ერისიონი” დალოცა

ა.წ. 12 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანსამბლი ,,ერისიონი” და მისი ხელმძღვანელი, ბ-ნი ჯემალ ჭკუასელი მიიღო და დალოცა.

13.04.2019 | 14:43
“მეხელოვნება, როგორც მეშვიდე გრძნობა”

2019 წლის 9 აპრილს თეატრალურ უნივერსიტეტში გაიმართა მხატვართა პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით “მეხელოვნება, როგორც მეშვიდე გრძნობა”. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტ თეა ნოზაძის ოცი ნამუშევარი, მათ შორის ერთ-ერთი ფსალმუნის სიტყვების დასურათება. თეა ნოზაძეს დასურათებული აქვს ასევე საკუთარი ლექსებიც. გამოფენას ბევრი დამთვლიერებელი ეწვია. მათ შორის სასულიერო აკადემიისა და…

12.04.2019 | 14:58
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არქიმანდრიტი სისო (ბერიძე) მიიღო

ა.წ. 12 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არქიმანდრიტი სისო (ბერიძე) მიიღო. მამა სისო (ბერიძე) არის ძმა დიაკონ სევერიანე ბერიძისა, რომელიც წმინდა სინოდის მიერ 2018 წლის 21 ივნისს წმინდანად შეირაცხა და ეწოდა წმიდა დიაკონი სევერიანე, – აჭარელი აღმსარებელი (ხსენების დღე 9(22) აგვისტო). patriarchate.ge

12.04.2019 | 14:17
სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი შეხვედრა ჩატარდა

ა.წ. 11 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივითა და ორგანიზებით სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა თემა, – „გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“. გამომსვლელთა მიერ აღინიშნა რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მეტად მნიშვნელოვანი მონაპოვარია და აუცილებელია მისი დაცვა, მაგრამ ამავდროულად დაუშვებელია სიტყვის თავისუფლების სახელით ბილწსიწტყვაობის, აგრესიის, შეურაცხყოფის და ცილისწამების გავრცელება, მით უმეტეს მასმედიით. ღონისძიებას ესწრებოდნენ…

Τα σημαντικότερα νέα