ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
11.04.2019 | 19:27
ბიძინა ივანიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოები

ბიძინა ივანიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოები, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. როგორც პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების…

11.04.2019 | 19:09
ილია მეორე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა [ვიდეო]

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქოს ინფორმაციით, სხვადასხვა საკითხთან ერთად საუბარი შეეხო ხალხის პრობლემებს და ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევარი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შექმნას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომელთაც სურვილის შემთხვევაში უცხოეთშიც ლეგალური დასაქმების…

11.04.2019 | 19:06
საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციის შესასვლელში განთავსებულ პორტრეტებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციის შესასვლელში განთავსებულ პორტრეტებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, საპატრიარქო რეზიდენციის ერთ-ერთ შესასვლელ ოთახში კედელზე კიდია ორი პირველიერარქის ფერწერული პორტრეტი, რადგან მათ სახელს უკავშირდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ცნობა. „ესენია: რუსეთის ეკლესიის მეთაური ალექსი I, – მან 1943 წელს აღიარა 1917 წელს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის ფაქტი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი…

10.04.2019 | 12:58
სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართება

ა.წ. 11 აპრილს, 10:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება მორიგი შეხვედრა თემაზე: „გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“.   http://patriarchate.ge/geo/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0-3/

10.04.2019 | 11:35
ილია მეორე: 9 აპრილი იყო მზადება თავისუფლებისთვის

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა “იმედის დღესთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა. ილია მეორის თქმით, ის გრძნობდა, რომ იმ ღამეს ხალხი არ დაუჯერებდა, თუმცა გადაწყვიტა, მათ გვერდით დამდგარიყო. პატრიარქის თქმით, 9 აპრილი იყო მზადება თავისუფლებისთვის. “ძალიან ძნელია იმ ღამის გახსენება, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე. ჩემთან შუაღამისას მოვიდნენ გორგოძე და მერაბ ღუდუშაური. მითხრეს, რომ საშიშროება ელოდებოდა…

09.04.2019 | 17:45
ვეჯინის ამაღლების სამონასტრო კომპლექსი

ვეჯინი გურჯაანის და ველისციხის ეპარქიაში მდებარეობს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, „ბაკურციხის ჩრდილოით, ცივის მთის ძირას არის ვეჟინი. მის ზეით, მთის კალთას, კლდესა ზედა, არს ციხე შენი, მაგარი და დიდებული, შიგ გამომდინარე წყაროთი, და ეკლესია ღმრთაების გუმბათიანი, დიდი, აქა ეფლვიან ანდრონიკაანი.“ ისტორიულ წყაროებში ვეჯინი ჰერეთის ციხედაც იხსენიება. როგორც ირკვევა, იგი ჰერეთის ერთ-ერთი საერისთავო და საეპისკოპოსო ცენტრი იყო….

09.04.2019 | 17:33
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მედეა ჩახავას ოჯახის წევრები მიიღო

ა.წ. 8 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იცნობილი ქართველი მსახიობის, მედე ჩახავას შვილებს და შვილიშვილებს უმასპინძლა. მათი შეხვედრა მის უწმინდესობასთან ქ-ნ მედეას ანდერძის ასრულებაც იყო. შეხვედრის მონაწილეებმა თავის საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სტუმრები დალოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

09.04.2019 | 17:19
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ა.წ. 9 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად 30 წლის წინ 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდზე ხალხთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა. (patriarchate.ge)

08.04.2019 | 15:17
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ხარების დღესასწაულზე (07.04.2019)

ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ეს არის ისეთი დიდი დღესასწაული, ხალხი ამბობს, ამ დღეს ჩიტიც ბუდეს არ იკეთებს, ადიდებს ღმერთსაო. დღეს ზეიმია სიყვარულისა და ყოველმა ჩვენგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა და ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ. ჩვენთან არს ღმერთი! ჩვენ დღეს ვაჯილდოებთ სამღვდელოებას: დეკანოზი თეიმურაზი ბერიშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის…

Τα σημαντικότερα νέα