ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
26.03.2019 | 15:46
ჩვენთან არს ღმერთი!

ჩვენთან არს ღმერთი! დღეს არის განსაკუთრებული დღე, ისტორიული დღე, რომელიც აღემატება ისტორიულ ფაქტს და უკავშირდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. ჩვენ ქედსა და მუხლს ვიყრით  ჩვენი იმ დიდი წინაპრების წინაშე, რომელთაც იღვაწეს ამისთვის. ეს იყო პატრიარქი კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე და მრავალი სხვა. საქართველომ ავტოკეფალია მიიღო ვახტანგ გორგასალის დროს, მეხუთე საუკუნეში და პირველი კათალიკოსი იყო…

26.03.2019 | 15:41
სიახლე საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერიას“ შესახებ

გაცნობებთ, რომ როგორც საქართველოში მცხოვრებთ, ისე უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეთ მობილური ტელეფონის საშუალებით ამიერიდან შესაძლებლობა ექნებათ 24 საათის განმავლობაში მოუსმინონ საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერია“ FM-105.5-ს. მომსახურების უზრუნველყოფისათვის უნდა დაიცვათ მითითებული ინსტრუქცია და ანდროიდის სისტემის ტელეფონში ჩამოტვირთოთ შესაბამისი აპლიკაცია. How to listen radio Iveria on Android Smartphone_GE_v5.1 How to listen radio Iveria on Android Smartphone_EN_v5.1 How…

25.03.2019 | 14:37
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება

ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ დიდმარხვის მეორე კვირას. ამ კვირიაკეს ეწოდება გრიგოლ პალამას კვირიაკე. ,,ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა” _ ვამბობთ ლოცვაში; მაგრამ ნათელი ქრისტესი სინამდვილეში სულ სხვა არის, და არა ის, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ ვიაზრებთ. პატრიარქობამდე აფხაზეთში ჩემი ყოფნის დროს რუსეთიდან ჩამოვიდა ერთი ახალგაზრდა, ეროვნებით ებრაელი, რომელიც შემდეგ გავიდა აფხაზეთის უდაბნოში და იქ მოღვაწეობდა. ბერები…

24.03.2019 | 15:53
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

გამოვხატავთ დიდ წუხილსა და შეშფოთებას ახალ ზელანდიაში მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის გამო და გულითად თანაგრძნობას ვუცხადებთ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებს, ახალი ზელანდიის ხალხსა და ხელისუფლებას, მუსლიმებს და, საერთოდ, ყველას, ვისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ექსტრემიზმი. ვგმობთ ტერორიზმს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი და აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის, რათა აღარასოდეს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. http://patriarchate.ge/geo/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5-10/

22.03.2019 | 14:44
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ორმოცი სებასტიელი მოწამის ხსენების დღეს

  ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ ორმეოცთა სებასტიელთა მოწამეთა დიდებულ დღესასწაულს. ეს არის მაგალითი დიდი სარწმუნოებისა და დიდი მოთმინებისა. მათი ლოცვით ღმერთმა დალოცოს, დაამშვიდოს, გააძლიეროს, გაამრავლოს საქართველო. დალოცვილი იყავით. ჩვენთან არს ღმერთი.   http://patriarchate.ge/geo/%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%97-25/

21.03.2019 | 14:34
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეწვია

ა.წ. 21 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი როს უილსონი და მისი მეუღლე ქ-ნი მარგო სქუაერი მიიღო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ, ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა. ბ-ნმა როს უილსონმა აღნიშნა, რომ დიდია მართლმადიდებელი…

20.03.2019 | 12:04
ყრუ და სმენადაქვეითებულთათვის (ვიდეო)

 ვიდეო მოამზადა მამა გიორგი კალანდიამ.   http://patriarchate.ge/geo/%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%A3-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%97/

19.03.2019 | 11:13
იქ სადაც გვგონია, რომ სამყარო დასრულდა იწყება უდიადესი, უმშვენიერესი, უნეტარესი ყოფიერება-მარადიული არსებობა უფალთან!

ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია): -მომიტევე რომ ამ რთულ მომენტში ფიზიკურად შენს გვერდით არა ვარ, მაგრამ სულიერად გამუდმებით შენთან ვარ, ვიზიარებ შენს გულისტკივილს და ტვირთს. მწამს, უფალი ღმერთი გაჩუქებს იმდენ სულიერ სიმხნევეს, რომ შენი ცხოვრების ეს ურთულესი პერიოდი შედარებით იოლად გადაიტანო, ამას ვევედრები უფალს. სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე წერა ძალიან რთულია, რადგან მხოლოდ ღვთის მადლში მყოფთ ძალუძთ იმქვეყნიური მდგომარეობის…

19.03.2019 | 11:11
ბედნიერება ღმერთთან ყოფნაშია

წმინდა ნექტარიოსი, პენდაპოლეოსის ეპისკოპოსი ბედნიერი ცხოვრების შესახებ ამგვარ განმარტებას გვაძლევს: “ცოდვისაგან განწმედილი გული საგანძურია, ვინაიდან მხოლოდ ასეთ გულს შეუძლია გახდეს ტახტი უფლისა და განა რა არის ღვთის ტახტზე უფრო დიდებული?-ნამდვილად არაფერი. მათთვის, ვისაც გული წმინდა აქვს, უფალი ამბობს: “დავსახლდები მათში და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი” (2 კორ. 6.16). ვინ შეიძლება იყოს…

Τα σημαντικότερα νέα