ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
19.03.2019 | 10:57
საბუთების მიღება 58-ე ნათლობისათვის

იწყება 58-ე ეტაპი ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მონათვლისა. ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 25 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე. რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი…

19.03.2019 | 10:53
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური. ამასთან უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს.   http://patriarchate.ge/geo/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5-9/

19.03.2019 | 10:50
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მართლმადიდებლობის ზეიმზე

ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, _ მართლმადიდებლობის ზეიმს. დღეს აქტუალურია ეს საკითხი, _ მართლმადიდებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს არის სიმართლით დიდება, მართლად დიდება ღვთისა და ჩვენ ძალისაებრ ჩვენისა უნდა ვადიდოთ უფალი და თაყვანი ვცეთ მას. ეს დღესასწაული დაარსდა იმის შემდეგ, როცა საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება ხატების თაყვანისცემისა. ალიან…

18.03.2019 | 10:53
ილია მეორე – ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა სრულიად საქართველოს მართლმადიდებლობის დღესასწაული მიულოცა და მართლმადიდებლობის არსზე იქადაგა. “გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მართლმადიდებლობის ზეიმს. დღეს აქტუალურია ეს საკითხი – მართლმადიდებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს არის სიმართლით დიდება ღვთისა და ჩვენ…

15.03.2019 | 11:10
განა ცოდვა არ არის, როცა გვამხელენ რომ ვღიზიანდებით?

დიდ მარხვას სულის დღესასწაულს უწოდებენ და ამ დროს ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ, მისი განკურნებისკენ. და თუ გვინდა ღირსეულად აღვასრულოთ ეს, სანამ მარხვას დავიწყებდეთ ვაიძულოთ თავი, მივუტევოთ ერთმანეთს ყველანაირი წყენა და გულისტკივილი. სწორედ ამიტომაა დიდი მარხვის წინ დაწესებული შენდობის დღე. -“არა არს სოფელსა შინა ცოდვა, არცა დაცემა, არცა სიბოროტე, მხსნელო, რომელი მე არა…

12.03.2019 | 15:05
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი მიიღო

ა.წ. 8 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ოფიციალურ წარმომადგენელს, დოქტორ ღასან ხალილს და მის თანმხლებ პირებს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ ,,ბავშვის უფლებათა კოდექსსაც”. დოქტორ ღასან ხალილმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის რჩევები მისთვის ღირებული და გასათვალისწინებელია. მან…

12.03.2019 | 12:43
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება შენდობის დღეს

  სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ! ჩვენ დღეს ვდგავართ წინაშე ღვთისა განშიშვლებულნი ცოდვებითა, უსჯულოებითა, ბოროტი სიტყვიერებითა და ვთხოვთ უფალს შენდობას შეცოდებათა ჩვენთა. არა არარს კაცი, რომელიც ცოცხლობდეს, ცხონდეს და არა სცოდოს. შენ მხოლო ხარ უცოდველი, უფალო, შენი ვარ, მაცხოვნე მე. დღეს ღრმად უნდა ჩავხედოთ ჩვენს გულს, ჩვენს გონებას, ჩვენს სულს და დავინახოთ,…

12.03.2019 | 12:39
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი! დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. დღევანდელ დღეს ეწოდება შენდობის კვირიაკე, შენდობის დღე. დღეს საღამოს იქნება შენდობის წესი, ასე რომ მობრძანდით და მიიღეთ შენდობა. ხვალ იწყება დიდი მარხვა. ეს არის მარხვა სინანულისა და ღმერთმა ინებოს, რომ ამ სინანულს მოჰყვეს სიხარული. წმინდა ეფრემ ასური ამბობს: ,,ჰე უფალო, მომანიჭე მე…

11.03.2019 | 14:41
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საირხის სასულიერო სკოლა-პანსიონის პედაგოგები და მოსწავლეები მიიღო

ა.წ. 8 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში, სოფელ საირხეში არსებული წმინდა ნინოს სახელობის სასულიერო სკოლა-პანსიონის პედაგოგები და წარმატებული მოსწავლეები მიიღო. ახალგაზრდებმა მის უწმინდესობას ლექსები წაუკითხეს და მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლის მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო კონკურსებში. მისმა უწმინდესობამ დალოცა პედაგოგები და აღსაზრდელები და შემდგომი წარმატებები უსურვა.

Τα σημαντικότερα νέα