ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
04.03.2019 | 12:41
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი! დღევანდელი სახარება, მათეს სახარება მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ იქნება მეორედ მოსვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. დიდებით მოვა მაცხოვარი და ხალხი გაიყოფა ორ ნაწილად, ნაწილი დადგება მარჯვნივ, ნაწილი მარცხნივ და მარჯვენა მხარეს მდგომთა ეტყვის უფალი: ,,მე ვიყავი მშიერი და თქვენ მაჭამეთ, მე მწყუროდა და თქვენ…

26.02.2019 | 16:36
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს როგორც თვითონ, ისე მისი უფლებადამცველნი და გარკვეული პირები კარგა ხანია აყენებენ კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს საპატრიარქოს წინაშე, მაგრამ აღნიშნულ მოთხოვნას პარალელურად მუდმივად თან ახლდა დეზინფორმაცია, ცილისწამება, მუქარა და, ახლა უკვე, გაშლილი კარავიც… სწორედ იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ, ვისგანაც შუამდგომლობის მიღება სურდათ და სურთ. ასეთი, ერთი შეხედვით, არალოგიკური მოქმედება, ბუნებრივია,…

26.02.2019 | 16:34
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 26 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს, ბატონ ერიკ ჰოგსა და საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) შორის. მხარეებმა ისაუბრეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა პრობლემებსა და საჭიროებებზე. აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის მღვდელმსახურებს იშვიათად ეძლევათ შესვლისა და ღვთისმსახურების შესრულების შესაძლებლობა, რაც უნდა გამოსწორდეს….

25.02.2019 | 13:34
25 თებერვალს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსების 10 წლის იუბილე სრულდება

25 თებერვალს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ამავე ეპარქიის მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევით, ტორონტოში არსებული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ტაძარში საზეიმო ღონისძიება აღინიშნება. ტორონტოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის და მონრეალის წმინდა ნინოს სამრევლოს წინამძღვმა, დეკანოზმა თომა ბეკურიშვილმა “კარიბჭესთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულთან ერთად, ტრადიციულად ყოველ წელს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის…

23.02.2019 | 18:16
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლატვიის ელჩს შეხვდა

ა.წ. 21 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ქ-ნი ინგრიდა ლევრენცე მიიღო. მიღებას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. საუბარი შეეხო საქართველოსა…

21.02.2019 | 15:53
ივერონში კიდევ შემორჩა ქართული სუნი, ჩვენს ძველ ტაძრებს რომ სდის ხოლმე ისეთი

  რუის-ურბნისის ეპარქიის სქემ-იეროდიაკონი ირინეოსი (შენგელია) ათონის ივერთა მონასტრის შესახებ მოგონებებს “კარიბჭის” მკითხველს უზიარებს. _ ათონის მთის ცენტრიდან (კარეესი) ფეხით სავალ გზაზე 5 კილომეტრი გავიარეთ ივერონამდე, გზად პირველი ყუთლუმუშის მონასტერი შემოგვხვდა. მონასტერი არაბს დაუარსებია შუა საუკუნეებში და თვითონვე აღკვეცილა იქ. მონასტერს გავცდით. გზის მანიშნებლები მრავლად შემოგხვდა ბერძნული წარწერით ,,ივერონი”. 3-კილომეტრიანი ბილიკი მრავალ მონასტერს ჩაუვლის, მათ…

21.02.2019 | 15:32
კიევ-პეჩორის ლავრის სასულიერო სემინარიის სტუდენტთა ჯგუფის სტუმრობა

საქართველოს სულიერი და კულტურული ფასეულობების გასაცნობად თებერვლის შუა რიცხვებში ჩვენს ქვეყანას ესტუმრა კიევ-პეჩორის ლავრის სასულიერო სემინარიის სტუდენტთა ჯგუფი პედაგოგების, არქიმანდრიტ თეოდოსი მარჩენკოს და მღვდელმონაზონ პაისი კულიშის ხელმძღვანელობით. უკრაინელი სტუმრები ეწვივნენ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას. პრორექტორმა, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ, სასწავლებლის სულიერმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა სერაფიმე ჭედიამ, ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ნატროშვილმა მათ გააცნეს თბილისის სასულიერო…

20.02.2019 | 16:25
საპატრიარქო – ილია მეორემ უკრაინის ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) წარმომადგენლები მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ უკრაინის ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) საგარეო განყოფილების ხელმძღვანელს, ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტ ანტონს (პაკანიჩი) და მის თანმხლებ პირებს უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. მიღებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრები და სამღვდელოება ესწრებოდა. „შეხვედრა არაოფიციალური იყო და სტუმრობის მიზანს წარმოადგენდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოწოდება და…

20.02.2019 | 15:59
საქართველოს ელჩი საინგილოში და ქართველთა პრობლემები

2019 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში. საქართველოს ელჩს რეგიონში ვიზიტისას ახლდნენ გენერალური კონსული ქ. განჯაში მამუკა ბალავაძე და საელჩოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ოფიციალური შეხვედრები სამივე რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 2 თებერვალს კახის წმინდა გიორგის ტაძარს…

Τα σημαντικότερα νέα