ამა წლის 22 ნოემბერს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქი თეოდორე მრავალდღიანი ვიზიტით ზიმბაბვესა და ანგოლის სამიტროპოლიტოს ეწვია. ვიზიტის პირველ დღეს ადგილობრივი მართლმადიდებლები თავიანთ მღვდელმთავარს ყვავილებით დახვდნენ, მოგვიანებით კი მას ზიმბაბვეში საბერძნეთის ელჩი ვახშმით გაუმასპინძლდა. 23 ნოემბერს ალექსანდრიის პატრიარქი წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის სამისიონერო ცენტრს ეწვია, აკურთხა და შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა. 25 ნოემბერს წმინდა ეკატერინეს…
ათენის კაპოდისტრიასის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალურ კორპუსში საერთაშორისო თეოლოგიური კონფერენცია “მართლმადიდებლური თეოლოგია 21-ე საუკუნეში” იმართება. კონფერენცია 24 ნოემბერს გაიხსნა და 28 ნოემბერს დასრულდება. მასში მონაწილეობას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმე, ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი, საბერძნეთის ეკლესიის მღვდელმთავრები და ცნობილი თეოლოგები იღებენ. კონფერენციის პირველ დღეს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ წაიკითხა მოხსენება “მართლმადიდებელი ეკლესიისა და…
2024 წლის 24, 26 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა მორიგი სოციალური პროექტები, რომელთა ფარგლებშიც უსინათლო, მხედველობადაქვეითებულთა და სმენადაქვეითებულთა საზოგადოების წარმომადგენლებმა დავით გარეჯისა და ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრები მოილოცეს, სადაც აგრეთვე გაიმართა ტრაპეზი და არაფორმალურ გარემოში მათ შეძლეს სასულიერო პირებთან მათთვის საინტერესო თემებზე საუბარი. აღსანიშნია ის ფაქტი, რომ ამ საზოგადოების წარმომადგენლებმა წმინდა ნინოს და…
ამა წლის 24 ნოემბერს ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – „სტუდენტები სახელმწიფოს განვითარებისთვის“ განხორციელდა. პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებიც, ვინაიდან აღნიშნული სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოსა და სტუდენტურ პარლამენტთან. პროექტის ფარგლებში მოეწყო შემეცნებითი ექსკურსიები ახალგაზრდებისთვის, გაიმართა ტრენინგები სხვადასხვა თემაზე და ჩატარდა შეხვედრები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან….
ამა წლის 21-23 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიწვევით, საქართველოს ეკლესიის დელეგაციამ გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ საზეიმო ღონისძიებებში, რომელიც ეძღვნებოდა წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საპატრიარქო ტაძრის კურთხევის ასი წლისთავს. საზეიმო მსახურებაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა. 21…
22 ნოემბერს, სოფიაში, ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის შენობაში, გაიმართა შეხვედრა ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელსა და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ველიკოტირნოვოს მიტროპოლიტი გრიგოლი; ლოვჩანის მიტროპოლიტი გაბრიელი; ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მთავარი მდივანი, მელნიშის ეპისკოპოსი გერასიმე; მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი;…
ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული გიორგობა, რომელიც აღინიშნება 23 ნოემბერს. მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე. ვთხოვთ ტელევიზიებსა და მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. დღესასწაულზე, თბილისის სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაშვებული იქნება მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის…
ამა წლის 13 ნოემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგინდა მღვდელი იოანე გურეშიძე. sazu.ge
2024 წლის 18 ნოემბერს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი თავის ოფიციალურ რეზიდენციაში, ბელგრადში, შეხვდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის, რომელიც სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრებს სტუმრობს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილეს ლოცვა-კურთხევით. მიტროპოლიტი ანტონი სერბეთის სახელმწიფოს მეთაურს მიესალმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის სახელით და აღნიშნა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის…