ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
20.02.2019 | 15:46
საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ჰერეთის ეროვნული აღორძინება” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ჰერეთის ეროვნული აღორძინება” განცხადებით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს. გთავაზობთ ამ განცხადების ტექსტს: მოგესალმებით და მოგახსენებთ საინგილოში მყოფი დღევანდელ სიტუაციას. 2019 წლის 2 თებერვალს, საინგილოს სამივე რაიონში ბელაქანი, ზაქათალასა და კახში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა საქართველოს სრულ უფლებიან ელჩს ბატონ ზურაბ პატარაძეს. ბელაქანის სოფელ ითითალაში და ზაქათლის რაიონის დაბა ალიაბადში,…

20.02.2019 | 15:36
ვანკუერის სამრევლო

უწმინდესისა და ჩრდილოეთ ამერიკის მღვდელმთავრის, მეუფე საბას (ინწკირველი) ლოცვა-კურთხევით, არცთუ ისე დიდი ხანია რაც კანადაში, ვანკუერში მართლმადიდებლურ ტაძართან 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტერი დაფუძნდა, რომელსაც ქართველი სასულიერო პირი სქემღვდელმონაზონი შიო (ღონღაძე) წინამძღვარობს. მამა შიო სამ ქართულ სამრევლოს ედმონტონს, კალგარს და ვანკუერს ემსახურება და იქ მყოფ ქართველებს სულიერ საკვებს აძლევს. -დაახლოებით რამდენიმე თვეა ამ სამრევლოში…

19.02.2019 | 18:56
როდის იწყება აღდგომის მარხვა 2019 წელს

საქართველოში 2019 წელს დიდმარხვა 11 მარტს იწყება. დიდმარხვა ეკლესიის მიერ დადგენილი წლიური ოთხი სამარხვო პერიოდიდან ყველაზე ხანგრძლივი და მკაცრია. ის აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება; ამით მართლმადიდებელი მრევლი ქრისტეს აღდგომის სადღესასწაულოდ ემზადება. მარხვა ადრექრისტიანულ ეპოქაში შემოიღეს. თავიდან მორწმუნეები 24-დან 40 საათამდე შიმშილობდნენ, უკვე მეხუთე საუკუნეში კი ეს პერიოდი 40-დღიანი გახდა…

19.02.2019 | 17:29
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მილოცვა თბილისის სასულიერო აკადემიის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით

თბილისის სასულიერო აკადემიას გულითადად ვულოცავთ ქართული მართლმადიდებლური სასულიერო განათლების მთავარ კერას – თბილისის სასულიერო აკადემიას დაარსებიდან 30 წლის იუბილეს. სამი ათეული წელია ქვეყნის უპირველესი საღვთისმეტყველო სასწავლებელი დიდი წარმატებით ემსახურება ერში რწმენით გასხივოსნებული ცოდნის დამკვიდრებას, ჩვენი საზოგადოების სულიერ და ინტელექტუალურ გაძლიერებას. განუზომელია იუბილარი სასწავლებლის – გელათისა და იყალთოს აკადემიების ღირსეული მემკვიდრის – წვლილი ქართველი ხალხის ცხოვრებაში…

19.02.2019 | 17:18
ამერიკული სოციოლოგიური კომპანია – ევროპაში ღმერთის ყველაზე მეტად საქართველოსა და სომხეთში სწამთ

ვაშინგტონში მდებარე ერთ-ერთი სოციოლოგიური კვლევის ცენტრის (Pew) მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, ევროპაში ყველაზე მეტად ღმერთის სომხეთსა და საქართველოში სწამთ. სომხეთში გამოკითხულთა 79% აცხადებს, რომ ღმერთის არსებობის მტკიცედ სწამს, ხოლო საქართველოში ანალოგიური პასუხი რესპოდენტების 72%-მა დააფიქსირა. რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, საფრანგეთში ღმერთის სწამს კვლევაში მონაწილეთა 11%-ს, შვეიცარიაში 11%-ს და გერმანიაში 10%-ს. ნიდერლანდებში, ბელგიასა და შვედეთში მორწმუნე…

18.02.2019 | 23:23
სალომე ზურაბიშვილი პარიზში თავისი წინაპრების ინიციატივით მოწყობილ ეკლესიაში წირვას შვილებთან ერთად დაესწრო

 საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, შვილებთან ერთად, წმინდა ნინოს სახელობის იმ ეკლესიაში დაესწრო წირვას, რომელიც მისი მამის, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით მოეწყო. ტაძრის წინამძღვარმა, მამა არჩილმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა ბავშვობაში, სალომე ზურაბიშვილი აქტიურად დადიოდა ეკლესიაში და მგალობელთა გუნდში გალობდა. მან პრეზიდენტს საკუთარ საქმიანობაში წინსვლა და წარმატებები უსურვა. „ჩვენ…

17.02.2019 | 15:03
ილია მეორე – ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა და შევთხოვთ უფალს, მოგვცეს სულიწმინდის მადლი, რომ ვიგრძნოთ ჩვენი ცოდვა

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა და შევთხოვთ უფალს, მოგვცეს სულიწმინდის მადლი, რომ ვიგრძნოთ ჩვენი ცოდვა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, „უნდა ვიგრძნოთ, გავითავისოთ ის უარყოფითი მხარეები, რომელიც გაგვაჩნია“. “მოგვიახლოვდა დიდი მარხვა, მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. ამ…

17.02.2019 | 14:54
მართლმადიდებელი ეკლესია მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს. როგორც „ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე წირვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 17 თებერვალს, 10:00 საათზე დაიწყებს. მეზვერისა და ფარისევლის კვირას ეკლესია წირვაზე წმინდა სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის შესახებ (ლუკა 14, 12-14) იგავს იხსენებს, თუ როგორ ისმინა ღმერთმა ლოცვა ყოვლად უღირსი ადამიანის, გადასახადების…

17.02.2019 | 14:15
17 თებერვალი (ძველი სტილით 4 თებერვალს) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის ხსნილია.

17 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია ღირსი ევაგრეს, (VI); ღირსი ისიდორე პელუსიელის (436-440); მოწამის იადორის (III); მღვდელმოწამის აბრაამის, (344-347); ღირსის ნიკოლოზ აღმსარებელის, (868).ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ევაგრე ღირსი ევაგრე მონაზვნად აღკვეცამდე ციხედიდის მთავარი იყო. ღვთისმსახურ და მორწმუნე დიდებულ მშობელთა შვილი, სიყრმიდანვე საღმრთო წერილით იწვრთნებოდა. ახოვანი და მხნე მთავარი ქართლის მეფე ფარსმანის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი და თანაშემწე…

Τα σημαντικότερα νέα