ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
17.02.2019 | 11:48
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს განცხადება

მიმდინარე წლის 14 თებერვალს გაიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელზეც იმსჯელეს სასულიერო აკადემიის პედაგოგის ბ-ნ გოჩა ბარნოვის მიერ სოციალურ ქსელსა და მედია-სივრცეში გავრცელებული უკიდურესად ცილისმწამებლური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ბრალდებების შესახებ. მან თავისი განცხადებებით არაერთხელ დასწამა ცილი და მიაყენა შეურაცხყოფა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, საპატრიარქოს და სასულიერო აკადემიისა…

16.02.2019 | 13:24
რელიგიის სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს მირქმის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მრევლს მირქმის დღესასწაულს ულოცავს. „დღეს, 15 თებერვალს, მართლმადიდებელი ქრისტიანები ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, მირქმას – მაცხოვრის მიგეგებას აღნიშნავენ. ამ დღეს იერუსალიმის ტაძარში მიყვანილ ყრმა იესოს სვიმეონ მართალი მიეგება და „მიირქვა მან მკლავთა თვისსა“ (ხელში აიყვანა) – სვიმეონ მიმრქმელს ჩვენება ჰქონდა, რომ იქამდე არ…

16.02.2019 | 13:18
აფხაზეთის მთავრობამ თბილისის ილორის მშენებარე ეკლესიას მაცხოვრის ხატი შესწირა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის თბილისის მეტოქიონს მაცხოვრის ხატი შეწირა. ამასთან დაკავშირებით ეკლესიის წინამძღვარმა მამა ლევანმა წირვა-ლოცვა აღავლინა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ხატი ვარძიის მაცხოვრის ფრესკის ასლს წარმოადგენს და ის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ხატმწერმა ქეთევან ბელიაშვილმა ფონიჭალის ყოველთა წმინდათა სახელობის ტაძრის არქიმანდრიტ პეტრეს (ძინძიბაძე) ლოცვა-კურთხევით საგანგებოდ…

16.02.2019 | 11:51
ილია მეორე – ადამიანი თავისი ცხოვრებით გარდაცვალებისთვის, ამ საიდუმლო დღისთვის უნდა ემზადებოდეს

ადამიანი თავისი ცხოვრებით გარდაცვალებისთვის, ამ საიდუმლო დღისთვის უნდა ემზადებოდეს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს, სრულიად საქართველოს მირქმის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის შესახებ ისაუბრა. პატრიარქმა წმინდა სახარებიდან ადგილი გაიხსენა, თუ როგორ მიეგება მართალი სვიმეონი ყრმა…

16.02.2019 | 11:47
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი – პატრიარქის და, დედა ნატალია არანაირ ბიზნესსაქმიანობას არ ეწევა

პატრიარქის და, დედა ნატალია დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეკონომოსია და იგი არანაირ ბიზნესსაქმიანობას არ ეწევა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა. პატრიარქის მდივანმა კომენტარი გააკეთა გუშინ მედიაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეკონომოსი თბილისში მოქმედ 200–ზე მეტ ეკლესიას ყავს. „ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საზოგადოების ნაწილის სიცრუით გამოკვებას….

16.02.2019 | 11:45
მამა გიორგი ფირცხელანის განცხადებით, ოჯახში ძალადობისა და კონფლიქტის აღმოფხვრის საკითხებზე მუშაობისას, საპატრიარქო მედიაციის როლის შესრულებას ითხოვს

ოჯახში ძალადობისა და კონფლიქტის აღმოფხვრის საკითხებზე მუშაობისას, საპატრიარქო მედიაციის როლის შესრულებას ითხოვს, – ამის შესახებ ოჯახური ძალადობის რეგულაციებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე საუბრისას მთაწმინდის ღირსი მამა დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელმსახურმა, გიორგი ფირცხელანმა განაცხადა. ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაში ასევე თეოლოგი ალექსანდრე გვაზავა და ფონდის „სავსე გულით“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭილაშვილი მონაწილეობდნენ. მამა გიორგის თქმით, სამართალდამცველების ხისტი დამოკიდებულების…

13.02.2019 | 17:06
მამრეს მუხა წაიქცა-დრო დადგა და წაიქცა!

განა მაცხოვარი ჯვარს არ აცვეს ან დღეს ჩვენი უდიდესი შეცოდებებით არ ვუპირისპირდებით, უფალს?! ამაზე უნდა ვიგლოვდეთ და არა იმაზე მამრეს მუხა რომ წაიქცა. მას კვლავ წამოაყენებენ. ბოლო დროს სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ცნობამ, მამრეს მუხის წაქცევათან დაკავშირებით, საზოგადოებაში ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამის შესახებ განმარტება ვთხოვეთ ბათუმის წმინდა ბარბარეს ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ შიო პაიჭაიძეს: -მამრეს მუხა მდებარეობს,…

13.02.2019 | 15:36
13 თებერვალი (ძველი სტილით 31 იანვარი) – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის მარხვაა

მართლმადიდებელი ეკლესია 13 თებერვალს უვერცხლოთა მოწამეთა კვიროსისა და იოანესი და მათთანა მოწამეთა: ათანასიასი და ასულთა მისთა: თეოდოტიასი, თეოქტისტასი და ევდოქსიასი (311); მოწამეთა: ბიქტორინესი, ბიქტორისა, ნიკიფორესი, კლავდისა, დიოდორესი, სერაპიონისა და პაპიანესი (251); ასევე მოწამეთა, რიფენე კვიზიკელისა.ილია არდუნისის და ნიკიტა ნოვგოროდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდანი საკვირველმოქმედნი, უვერცხლონი, კვიროს და იოანე და მათთანა მოწამე ათანასია და ასულნი მისნი…

12.02.2019 | 19:43
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს განცხადება

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს განცხადება 8.02.2019 წ. 2019 წლის 7 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, განხილული იყო აკადემიის პედაგოგის, ბ-ნ გოჩა ბარნოვის მიერ სოციალურ ქსელსა და მედიასივრცეში გავრცელებული მოსაზრებები ბოლოდროინდელ მნიშვნელოვან საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით. საბჭოს წევრებმა მოისმინეს ამონარიდები გოჩა ბარნოვის მიერ საინფორმაციო სააგენტო…

Τα σημαντικότερα νέα