ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
16.01.2019 | 17:12
მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა

მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა. როგორც პირველ არხს მცხეთის მერმა გოგიტა კაპანაძემ განუცხადა, საპატრიარქოსთან შეთანხმება მიღწეულია. მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის მოწესრიგებას მერია უზრუნველყოფს. მისი განცხადებით, დაიდგმება სპეციალური დახლები და მოვაჭრეების საქმიანობა უფრო ცივილურ ფორმებს მიიღებს. მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების იმედი აქვთ თავად მონასტრის სასულიერო პირებს. როგორც მამა დანიელმა პირველ არხს განუცხადა, ისტორიულ მონასტერში ღვთისმსახურება დილიდან ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს…

16.01.2019 | 16:59
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით

როგორც ცნობილია, ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ამჟამად შექმნილი ვითარება გარე-მოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯია. სამწუხაროდ, არასახარბიელო მდგომარეობაა სულიერ-კულტურული მნიშვნელობის სხვა ძეგლებთანაც. ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და…

16.01.2019 | 16:49
ჯვრის მონასტრის საძმო განცხადებას ავრცელებს

ჯვრის მონასტრის დაკეტვის მიზეზების განსამარტად ჯვრის მონასტრის საძმო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მონასტრის დაკეტვა მიზნად ისახავდა ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რათა მომხდარიყო პრობლემის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია და საკითხის ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა. განცხადებაში არ არის მითითებული როდის აპირებს ჯვრის მონასტრის წინამძღვარი მონასტრის გახსნას. “მოგეხსენებათ, მცხეთის ჯვრის მონასტერი მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროსთვის და განსაკუთრებით ყოველი ქართველისთვის, წარმოადგენს…

15.01.2019 | 15:11
კიევ-პეჩერის ლავრის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ხანძარია

კიევ-პეჩერის ლავრის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამონასტრო კომპლექსის მეზობლად მდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავზე განჩნდა. ხანძარი ამ ეტაპზე დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაჩენილი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ბრიგადა. ხანძრის გამო გადაკეტილია მონასტრის მიმდებარე ტერიტორია. ამ დროისათვის ცნობილი ხდება, რომ ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ უმოქმედო, სარეკონსტრუქციო ნაგებობაში, მეორე სართულის ერთ-ერთ ოთახში, საიდანაც ცეცხლი…

15.01.2019 | 15:05
დავით მათიკაშვილი – უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე გადაწყვეტილებას იღებს ეკლესია, ხოლო სახელმწიფო ითვალისწინებს მას

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ საქართველოს ეკლესიამ უნდა მიიღოს, რის შემდეგაც ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფოც გაითვალისწინებს. „უკრაინასთან ჩვენს სახელმწიფოს უაღრესად ახლო ურთიერთობა გააჩნია. ეს არ არის მხოლოდ პარტნიორობა, ძალიან დიდი მეგობრობაა. უკრაინას რაც აწუხებს, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ არც ერთი მხარის ინტერესების…

15.01.2019 | 14:55
არჩილ თალაკვაძე – ვიმედოვნებთ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება წაადგება ჩვენს პარტნიორ ქვეყანას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ეკლესიის ავტოკეფალია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინისთვის. მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიას საუბარი ექნება უკრაინის ეკლესიასთან, ისევე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს – უკრაინის სახელმწიფოსთან. „დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე ეკლესიას ექნება საუბარი და დისკუსია უკრაინის ეკლესიასთან, ხოლო ხელისუფლებას ექნება საუბარი და დისკუსია ხელისუფლებასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინისთვის. შესაბამისად, იმედს გამოვთქვამთ, რომ…

15.01.2019 | 14:45
ზაზა პაპუაშვილი – ძალიან გთხოვთ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხიდან სეირის საყურებელ მასალას ნუ ქმნით

ძალიან გთხოვთ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხიდან სეირის საყურებელ მასალას და ამბავს ნუ ქმნით, – ასე მიმართა დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის შესახებ ჰკითხეს. დეპუტატის თქმით, ეს ძალიან ფაქიზი და რთული თემაა. „გავანებოთ ამ ფსევდო ვაჟკაცობას და ფსევდო პატრიოტიზმს თავი. აღიარების თუ არ აღიარების საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, როგორც ქვეყნისთვის…

15.01.2019 | 14:36
მეუფე გრიგოლი – უკრაინის თემა ერთ-ერთი სერიოზული წყალგამყოფია წარსულსა და მომავალს შორის

პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება ნამდვილად გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. ქადაგების ტექსტს ფოთისა და ხობის ეპარქია ავრცელებს. „თქვენ იცით, დღეს როგორი როლი აქვს ეკლესიას ქვეყნის ცხოვრებაში. თითქმის უკანასკნელი 30 წელი მზარდი ტემპით გვიჩვენებს ამას…

15.01.2019 | 14:20
დავით სერგეენკო – უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე პირველი სიტყვა საქართველოს ეკლესიამ უნდა თქვას

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე პირველი სიტყვა საქართველოს ეკლესიამ უნდა თქვას. „მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას“, – განაცხადა სერგეენკომ. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ…

Τα σημαντικότερα νέα