ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
15.01.2019 | 14:13
15 იანვარს 18.00 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში მცხეთა-თბილისის სამღვდელოება პატრიარქს სამადლობელო პარაკლისს გადაუხდის

15 იანვარს 18.00 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში, მცხეთა-თბილისის სამღვდელოება მრევლთან ერთად იკრიბება, რომ საქართველოს პატრიარქს, რომელსაც უდიდესი დამსახურება მიუძღვის ეკლესიის და ერის წინაშე, სამადლობელო პარაკლისი გადაუხადონ. ყველას, ვისაც საშუალება გექნებათ შევიკრიბოთ სიონის ტაძარში. (karibche.ambebi.ge)

14.01.2019 | 18:22
დღეს პატრიარქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სამღვდელოება დააჯილდოვა

დღეს უწინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სამღვდელოება დააჯილდოვა: მამა ალექსანდრე (წერეთლის ტაძრის წინამძღვარი); მამა გიორგი ჩიქოვანი(საიმერლოს ტაძრის წინამძღვარი); მამა ექვთიმე(თამარისის ტაძრის წინამძღვარი) და მამა აკაკი(საკათედრო ტაძრის წინამძღვარი) – დაჯილდოვდნენ ოქროს ჯვრებით და აყვანილები არიან დეკანოზის ხარისხში. აქსიოს. ხოლო წერაქვის მონასტრის წინამძღვარი მამა ზენონი დაჯილდებულ იქნა გამშვენებული ჯვრით. აქსიოს ასევე…

14.01.2019 | 18:20
მცხეთის ჯვრის მონასტის დაკეტვა გარემოვაჭრეებს უკავშირდება

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მცხეთის ჯვრის მონასტრის ჩაკეტვისა და მასში მლოცველებისა და ტურისტების არშეშვების მიზეზი, ტაძრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ვითარება გახდა. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, აღნიშნული გადწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა მიიღო. მისივე თქმით, მცხეთის ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები, სავარაუდოდ, აღარ დაიშვებიან. “მე ვიცი, რომ მონასტერი დროებით დაიკეტა და…

13.01.2019 | 0:57
ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის კარიბჭის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის კარიბჭის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა. სააგენტოს ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების შედეგად, კარიბჭის მცირე კელიაზე აშენდა ღიობებიანი კედლები. ხის მასალით რესტავრირდა არქიტექტურული ნაგებობის სართულშუა კონსტრუქციები. ფიქალის ქვით დაიხურა სენაკის სახურავი. ხით მოეწყო მისი ინტერიერის…

11.01.2019 | 16:55
მეუფე ნიკოლოზი – უკრაინის ეკლესიაში ზოგიერთი თვითაღიარებული ეპისკოპოსია, ასეთები ლიტურგიაზე ჩვენთან ერთად როგორ იმსახურებენ? ჩვენ არ შეგვიძლია ვცნოთ ეს სასულიერო პირები

უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრების გამოთქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დღეს, უბრალოდ, ნაადრევია. ამ საკითხზე თავიანთი მოსაზრება ჯერ იერარქიულად ჩვენ წინ მდგომმა სხვა ეკლესიებმა უნდა დააფიქსირონ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განუცხადა. მიტროპოლიტის განცხადებით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება შესწავლას მოითხოვს. მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია ზოგადად მხარს უჭერს უკრაინის…

10.01.2019 | 16:50
მეუფე ზენონი – ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ

ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს. მეუფე ზენონი მრევლს ქრისტეს შობის დღესასწაულს ულოცავს და ადამიანურ სისუსტეებსა და იმ მანკიერ თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი თქმით დღეს ქვეყანაშია. “ქრისტე იშვა ბეთლემში. ღარიბებო, ქრისტე იშვა სიღარიბეში! მდიდრებო, ქრისტე იშვა…

09.01.2019 | 17:33
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის ყველა წევრმა მოაწერა ხელი

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის ყველა წევრმა მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხელმოწერის შემდეგ ტომოსის გაფორმების პროცესი დასრულდა და ის ოფიციალურად შევიდა ძალაში. შეგახსენებთ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი 8 იანვარს უკრაინიდან სტამბოლში ჩაიტანეს. მსოფლიო საპატრიარქოს წევრების ხელმოწერის შემდეგ ტომოსს კვლავს უკრაინაში დააბრუნებენ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის…

09.01.2019 | 17:02
პეტრო პოროშენკომ კიევის პატრიარქს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა

პეტრო პოროშენკომ კიევის პატრიარქ ფილარეტს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. შესაბამის ბრძანებას პეტრო პოროშენკომ უკვე მოაწერა ხელი. „პატრიარქი ფილარეტი იყო, არის და იქნება უკრაინის ეკლესიისა და უკრაინელი ხალხის სულიერი ლიდერი“, – ასეთი განცხადება გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა ბრძანებაზე ხელის მოწერის დროს. ამასთან ერთად, პრეზიდენტმა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის პატრიარქ ფილარეტის…

09.01.2019 | 16:26
მამუკა მდინარაძე – უკრაინის ავტოკეფალიაზე ეკლესიის პოზიციას ველოდებით, ზედმეტი აჟიოტაჟი ხელოვნურია

ჩვენ უკრაინის ავტოკეფალიაზე ეკლესიის პოზიციას ველოდებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ხელოვნური აჟიოტაჟია შექმნილი. „ვინ ამბობს, რომ ქართულმა მხარემ პოზიციის დაფიქსირება გააჭიანურა. ჩვენ ბუნებრივია, ველოდებით ეკლესიის პოზიციას. არ შეიძლება, მე გავაკეთო კომენტარები ამ საკითხზე, ვიდრე არ გააკეთებს მართლმადიდებლური ეკლესია. ამაზე ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა არის…

Τα σημαντικότερα νέα