ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
26.12.2018 | 13:14
ილია მეორე – პატრიარქობის 41 წელი მძიმე იყო, მაგრამ მუდამ ვგრძნობდი თქვენს დახმარებას და ღვთის ლოცვა-კურთხევას

პატრიარქობის 41 წელი მძიმე იყო, მაგრამ მუდამ ვგრძნობდი თქვენს დახმარებას და ღვთის ლოცვა-კურთხევას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა. „თქვენო აღმატებულებავ ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო ყოვლადსამღვდელოება, სულიერო შვილებო. პატრიარქობის 41 წელი მძიმე იყო, მაგრამ მუდამ ვგრძნობდი თქვენს დახმარებას და ღვთის ლოცვა-კურთხევას. ეს ლოცვა-კურთხევა ღვთის თანმდევი იყო მუდამ, სადაც…

26.12.2018 | 13:04
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს აღსაყდრების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას უსურვებს, – ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ მისალოც წერილშია აღნიშნული. „დღეს, 25 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ინტრონიზაციის დღეა, რელიგიური ლიდერის, რემელიც უანგაროდ ემსახურება ქვეყნის განმტკიცებასა და გაძლიერებას, ერის სულიერ აღმავლობას, ქართული ეკლესიის…

26.12.2018 | 12:49
მამუკა ბახტაძე: ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წლისთავთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა. თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრების 41-ე იუბილე მიულოცა. სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღევლინა. კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ღვთისმსახურებაში წმინდა სინოდის წევრები იღებდნენ მონაწილეობას. საზეიმო წირვას…

26.12.2018 | 12:39
25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღეა

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წლისთავთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმთო ლიტურგია მიმდინარეობს. თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წელი შესრულდა. ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე…

25.12.2018 | 19:17
წმინდა სპირიდონის ხსენება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღე

25 დეკემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 41-ე წელი სრულდება. მისი ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა. თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ულოცავს უწმინდესს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და მრავალჟამიერ სიცოცხლეს უსურვებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრარქის ინტრონიზაცია წმინდა სპირიდონ ტრიუმიფუნტელის ხსენების დღეს აღესრულა….

22.12.2018 | 14:05
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

ა.წ. 20 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბ-ნი ლევან დავითაშვილი მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებს, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. ბატონმა მინისტრმა ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რასაც სახელმწიფო ახორციელებს სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად. მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ მიწა უდიდესი საუნჯეა და მას სჭირდება მოფრთხილება და სწორი გამოყენება. შეხვედრაზე ასევე განხილულ…

22.12.2018 | 13:53
”საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომათა” ცხრატომეულის პრეზენტაცია

თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსება ისევე, როგორც ქვეყნის უახლეს ისტორიაში არაერთი უმთავრესი მოვლენა, უკავშირდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სახელს. სასულიერო აკადემია დღეს საქართველოში უპირველესი საღვთისმეტყველო სასწავლებელია, რომელიც ემყარება რწმენისა და ცოდნის ერთიანობას. აქ ერთმანეთთან ჰარმონიულად არის შერწყმული საღვთისმეტყველო განათლება და სამეცნიერო კვლევა-ძიება. ეს არის საფუძველი, რომელიც განსაზღვრავს აკადემიის საგანმანათლებლო სისტემას. 21 დეკემბერს…

22.12.2018 | 13:40
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კომპანია Native Georgian ltd-ის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელს შეხვდა

ა.წ. 20 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად კომპანია Native Georgian ltd-ის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელს შეხვდა. აღნიშნული კომპანიის საქმიანობის მიზანი ქართული ღორის ჯიშების გადარჩენა, მოშენება და გამრავლებაა. პროექტში კომპანიასთან ერთად საპარტნიორო ფონდი და სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი მონაწილეობენ. ,,ქართული ღორი და საქართველოს ბუნება და გარემო პირობები უნიკალურია. ამასთანავე, ქართული ღორი გამოირჩევა ძალიან მაღალი ხარისხის ხორცით…

20.12.2018 | 18:41
წმიდა სინოდის სხდომა 27 დეკემბერს, 12:00-ზე გაიმართება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა 27 დეკემბერს, 12:00-ზე გაიმართება. სინოდის წევრები “ბოლო პერიოდში დაგროვილ, ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე” იმსჯელებენ. სხდომას საქართველოს პატრიარქი უხელმძღვანელებს. “განიხილება ეკლესიის წიაღში მიმდინარე საკითხები, მათ შორის, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით უკრაინის საეკლესიო საკითხების განხილვას”, – უთხრა ინტერპრესნიუსს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა. კიევში ერთიანი, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მწყემსთავრად,…

Τα σημαντικότερα νέα