ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
20.12.2018 | 18:34
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე (19.12.2018)

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი! დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. დღეს არის ხსენება წმინდისა დიდისა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისა, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა. მრავალი წმინდანი ჰყავს ღმერთს, მაგრამ წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებულია. იგი ცხოვრობდა IV საუკუნეში. საერთოდ IV საუკუნე მდიდარია თავისი სულიერი მამებით. I და II მსოფლიო კრება შედგა IV საუკუნეში; სარწმუნოების სიმბოლო, მრწამსი (,,მრწამს ერთი ღმერთი“)…

19.12.2018 | 18:07
სამაგისტროს დაცვა

2018 წლის 18 დეკემბერს სასულიერო აკადემიაში შედგა სასწავლებლის კურსდამთავრებულების ელდემ ეხვაიას სამაგისტრო ნაშრომის: „წმინდა ნიკიფორე კონსტანტინეპოლელის როლი ხატმებრძოლეობის ერესის საქმეში“ და ვახტანგ ყოლბაიას სამაგისტრო ნაშრომის: ,,წმინდა ათანასე ალექსანდრიელის ანტიარიანული მოღვაწეობის ისტორია“. ორივე თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია, რეცენზენტი: ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი რუსუდან წიქვაძე. დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის…

19.12.2018 | 17:13
დღეს ნიკოლოზობაა

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ნიკოლოზობის დღესასწაულს – წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, კერძოდ, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში 257…

19.12.2018 | 8:30
აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

2018 წლის 14 და 15 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ასევე, ამავე სასწავლებლის თანამშრომლები და სტუდენტები. თსუ – ში შეკრებილმა საზოგადოებამ შალვა ნუცუბიძის ძეგლი გვირგვინით…

19.12.2018 | 8:00
გლდანში წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი აშენდება

გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გულია გოცირიძის შუამდგომლობით, გლდანის ,,ა“ მ/რ-ის ტერიტორიაზე ტაძრის ასაშენებლად მიწა გამოიყო. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკლესიისთვის განკუთვნილი ტერიტორია ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულზე აკურთხეს და აქ სამშენებლო სამუშაოები ერთ კვირაში დაიწყება. „ცერემონიას მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ,,თბილისზე მზრუნველის“ წოდების მატარებელი თემურ გოცირიძე, სასულიერო პირები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ. უწმინდესისა…

17.12.2018 | 18:36
პატრიარქი რომის პაპს დაბადების დღეს ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე რომის პაპს დაბადების დღეს ულოცავს. მისალოც წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. “თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს. ჩვენ ყოველთვის სიყვარულით ვიხსენებთ თქვენს ვიზიტს საქართველოში და მიგვაჩნია, რომ მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოღვაწეობა და ის წვლილი, რომელიც შეგაქვთ ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების…

17.12.2018 | 18:30
ეკლესია წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს

17 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დილიდან საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა აღესრულება. დიდმოწამე ბარბარე IV საუკუნეში, კეისარ მაქსიმიანეს დროს, ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა. იგი მდიდარი, წარჩინებული წარმართი კაცის, დიოსკორეს ერთადერთი ქალიშვილი იყო. ბარბარე მამისგან მალულად გახდა ქრისტიანი, რამაც დიოსკორე ისე განარისხა, რომ ქალიშვილს თავად მოჰკვეთა თავი. მოგვიანებით დიდმოწამე ბარბარეს…

16.12.2018 | 21:55
პეტრო პოროშენკომ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის შექმნის შესახებ განაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის შექმნის შესახებ განაცხადა. განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა კიევში, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში გამართული გამაერთიანებელი კრების შემდეგ მოსახლეობისადმი მიმართვისას გააკეთა. მისი თქმით, დღეს უკრაინამ რუსეთისგან დამოუკიდებლობა საბოლოოდ მოიპოვა. „რა ეკლესიაა ეს? ეს არის ეკლესია პუტინისა და კირილეს გარეშე. ეს არის ეკლესია რუსეთის ხელისუფლებისა და რუსეთის ჯარისთვის ლოცვის გარეშე, რადგან რუსეთის…

16.12.2018 | 21:48
უკრაინული ეკლესიის წინამძღოლად მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს

უკრაინაში ეკლესიების გამაერთიანებელ კრებაზე უკრაინული ეკლესიის წინამძღოლად კიევის პატრიარქის მონაცვლე, ეპიფანე აირჩიეს. ხმის მიცემა ორ ეტაპად გაიმართა. გამაერთიანებელ დახურულ კრებას 192 ადამიანი დაესწრო. როგორც ცნობილია, კიევის პარტიარქთან ერთად, მთავარი პრეტენდენტები, ლუკცისა და ვოლინისმიტროპოლიტი მიქაელი, ასევე კიევის საპატრიარქოს ხელმძღვანელი ფილარეტი იყვნენ.

Τα σημαντικότερα νέα