ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
15.12.2018 | 18:05
სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

2018 წლის 14 დეკემბერს სასულიერო აკადემიაში შედგა სასწავლებლის კურსდამთავრებულის გიორგი ჯანჯღავას სამაგისტრო ნაშრომის : “წმინდა სოფრონ იერუსალიმელი და მისი ჰომილია „მიგებებისათვის“ დაცვა. თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნინო მელიქიშვილი. რეცენზენტი იყო თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია. დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი…

12.12.2018 | 16:46
დიდი პანაშვიდი

7 დეკემბერი, ვფიქრობ, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი, ისე შევა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ისტორიაში. ეს დღე იქცა საოცარი სულიერი კავშირის დამყარების დღედ ჩვენსა და ჩვენი გარდაცვლილი პედაგოგებისა და სტუდენტების სულებს შორის, სინერგიად, რომელზეც ასე ხშირად საუბრობს ჩვენი პატრიარქი, როდესაც გვაძლევს კურთხევას, ხშირად გავიხსენოთ ჩვენი წინაპრები და უფალს შევავედროთ ისინი. ის განწყობა, რაც ამ დღეს…

12.12.2018 | 16:22
საქართველოში პატრიარქის სახელით თაღლითები მოქმედებენ

თაღლითების ჯგუფი ზოგიერთი სკოლისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას უკვე დაუკავშირდა. თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო ქვეყნის საჯარო სკოლების ხელმძღვანელობას აფრთხილებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სახელით თაღლითები მოქმედებენ, რომლებიც რელიგიური შინაარსის წიგნების გაყიდვას ცდილობენ. უცნობი პირები ზოგიერთი სკოლისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას უკვე დაუკავშირდნენ. „აღნიშნული საერთოდ არ შეესაბამება რეალობას და ამის ჩამდენნი მოქმედებენ თვითნებურად”, – ნათქვამია…

12.12.2018 | 15:07
საქართველოს საპატრიარქოში მიწის გასხვისების საწინააღმდეგოდ კონფერენცია ჩატარდა

ა.წ. 10 დეკემბერს მიწის გასხვისების საწინააღმდეგოდ საქართველოს საპატრიარქოში კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზა) და მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრების წინამძღვრები. კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ დარგის სპეციალისტები: ნაუმ ტურაბელიძე, თამარ ქვრივიშვილი, გელა ღლიღვაშვილი. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო მიწის…

11.12.2018 | 16:01
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ერთაშორის მშვიდობისა და მეგობრობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა

ა.წ. 11 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ერთაშორის მშვიდობისა და მეგობრობის გაღრმავების საქმეში სიბრძნითა და პირადი ავტორიტეტით შეტანილი წვლილისთვის გადაეცა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი ჯილდო. აღსანიშნავია, რომ ამ ნომინაციის საპატიო ჯილდოს პირველი მფლობელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა.

10.12.2018 | 19:09
საქართველოში წმინდა აღმსარებელ თამარის (მარჯანიშვილი) წმინდა ნაწილები ჩამობრძანდა

ა.წ. 10 დეკემბერს, შუადღისას, რუსეთიდან საქართველოში წმინდა აღმსარებელ თამარის (მარჯანიშვილი) წმინდა ნაწილები ჩამობრძანდა. იღუმენია თამარ მარჯანიშვილი 1869 წელს დაიბადა. მან სასულიერო მოღვაწეობა 1899 წელს ბოდბის მონასტერში დაიწყო, თუმცა 1907 წელს რუსეთში გაიწვიეს. 1910-1912 წლებში ღირსმა თამარმა ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ სერაფიმო-ზნამენსკის სკიტი ააშენა. 1931 წელს იგი დააპატიმრეს და ბრალად დასდეს 1924 წლის აჯანყების ხელმძღვანელებთან კავშირი, რის…

10.12.2018 | 19:01
ილია მეორე: შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რწმენა გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი იმდენად არ დაეცემა, რომ შური იძიოს. თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ქართველი ხალხი ღირსეულად შეხვდება პრეზიდენტის ინაუგურაციას, როდესაც ქვეყნის მთავარსარდლად პირველად აირჩიეს ქალი, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილებები დასასრულს უახლოვდება. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს კახეთში გაიმართება….

08.12.2018 | 23:48
ილია მეორემ ნიკა რურუას ოჯახს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

50 წლის პოლიტიკოსი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი დედამ იპოვა. თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ნიკა რურუას ოჯახს პატრიარქის სამძიმრის წერილი გადასცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 4 დეკემბერს გარდაიცვალა. „ჩვენ მოვიტანეთ…

07.12.2018 | 17:52
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გარდაცვლილ პედაგოგთა და სტუდენტთა მოსახსენებელი საზოგადო პანაშვიდი

7 დეკემბერს სიონის საკათედრო ტაძარში შესრულდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გარდაცვლილ პედაგოგთა და სტუდენტთა მოსახსენებელი საზოგადო პანაშვიდი, რომელიც აღავლინა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სიონის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად. პანაშვიდს ესწრებოდნენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და აკადემია-სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები, სასწავლებლის ადმინისტრაციის თანამშრომლები. პანაშვიდის დასასრულს რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიდაძემ ისაუბრა აწ გარდაცვლილ პროფესორთა ღვაწლზე,…

Τα σημαντικότερα νέα