ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
22.11.2018 | 13:56
პრეს-ცენტრის განმარტება (20.11.2018)
22.11.2018 | 13:49
ინფორმაცია გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სამღვდელოებასთან ერთად წირვა-ლოცვას აღავლენენ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში. ლოცვა დაიწყება 17:00 საათზე, ხოლო წირვა, – 10:00 საათზე. წირვაზე ტაძარში გამობრძანებული იქნება წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი და მადლის ქვა. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 14 წლის წინ გიორგობის დღესასწაულზე გაიხსნა.

20.11.2018 | 19:11
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლიეტუვას (ლიტვის) მმართველი პარტიის თავმჯდომარეს შეხვდა

ა.წ. 19 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ლიეტუვას სეიმის კულტურის კომიტეტისა და მმართველი პარტიის (,,მწვანეთა და ფერმერთა კავშირის“) თავმჯდომარეს, ბ-ნ რამუნას კარბაუსკისის და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლიეტუვაში, ქ-ნ ხათუნა სალუქვაძეს შეხვდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ბ-ნ რამუნას კარბაუსკისს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და…

19.11.2018 | 17:33
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი! უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: ,,კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას“. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ბოროტი ძალები ებრძვიან ეკლესიას. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იგი ადამიანის მიერ შექმნილი დაწესებულება რომ იყოს, ვერ გაუძლებდა ამ ბრძოლას. ეკლესია არის სხეული იესო…

19.11.2018 | 17:25
საქართველოს საპატრიარქოს განმარტება

ა.წ. 16 ნოემბერს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა დაჯილდოებულთა შორის დაასახელა დედა სიდონიაც (ყაჭიაშვილი), რომელსაც ჩვენი საზოგადოება მედიის საშუალებით ასე თუ ისე იცნობს და საქართველოს ეკლესიის წევრად მიიჩნევს, რაც არასწორია; თუმცა აქამდე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არასდროს დაგვიფიქსირებია; ახლა კი, როდესაც იგი მონოზვნის სახედ წარმოგვიდგინეს, ვალდებულნი ვართ, ხალხს მცირე ინფორმაცია მაინც მივაწოდოთ. დედა…

19.11.2018 | 17:04
სამების საკათედრო ტაძარში 56-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა

ა.წ. 18 ნოემბერს წმ. სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 56-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 700-ზე მეტი ბავშვი გახდა. დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 37200-ზე მეტი ნათლული ჰყავს.

17.11.2018 | 14:52
ახალი მამაკაცის მონასტერი ბრიტანეთის კუნძულები და Ireland

მისი EMINENCE მიტროპოლიტი SILOUAN ბრიტანეთის კუნძულები და ირლანდიის ჩამოაყალიბა ახალი მამაკაცის cenobitic ძმობის ფარგლებში ანტიოქიის საპატრიარქოს. ძმობა Glorious მოციქულთა პეტრესა და პავლეს უკვე დალოცა ბინადრობს წმ ენტონი და St Cuthbert. ადრე ხდება ჩვენი ეპისკოპოსი, Sayedna დაინიშნა პატრიარქის, იოანე X რადგან Abbot საპატრიარქო მონასტერი წმინდა გიორგის Al Humaira, რომელიც მდებარეობს “Valley of ქრისტიანები ‘სირიაში. მისი ერთ-ერთი…

16.11.2018 | 18:24
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ადმინისტრაცია მიიღო

ა.წ. 16 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ადმინისტრაციას შეხვდა. მისმა უწმინდესობამ დალოცა ორგანიზაციის ხელმძღვანელი და თითოეული წარმომადგენელი და მადლობა გადაუხადა მათ იმ ჰუმანიტარული და სოციალური საქმიანობისათვის, რასაც ისინი ეწევიან ჩვენს ქვეყანაში და მათ შორის ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს წითელ ჯვარს დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა. დღეისათვის ამ ორგანიზაციას 2500 მოხალისე…

16.11.2018 | 18:11
100 000 მოწამის დღე

ა.წ. 13 ნოემბერს, 17:00 საათზე, მეტეხის ხიდზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად  გადაიხადა 100 000 მოწამის პარაკლისი და დაესწრო საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ მიერ ორგანიზებულ შემოქმედებით კონცერტს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა _ ,,ბინული”,   ,,ნართები”, ,,ფიროსმანი;” მომღერალმა _ ციური მჭედლიძემ, მსახიობმა _ ზვიად დოლიძემ და შემოქმედებითმა გაერთიანებამ _ ,,ეროვნული იმპერატივი”. ღონისძიებას ესწრებოდენ საქართველოს…

Τα σημαντικότερα νέα