საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სასულიერო პირები დააჯილდოვა. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ოთხი სასულიერო პირი დააჯილდოვა. გელათის სასულიერო აკადემიისა და სასულიერო სემინარიის რექტორი, დეკანოზი ირაკლი ახალაძე მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა; დეკანოზი გაბრიელ ლომაძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. მღვდელი ირაკლი წულაძე აყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. იღუმენია სარა დათებაშვილი დაჯილდოვდა…
რუსეთის პატრიარქმა კონსტანტინოპოლის პატრიარქს მოუწოდა, უარი თქვას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე. კირილის თქმით, ეს პროცესი საეკლესიო კანონების დარღვევით მიმდინარეობს. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წერილი, რომელიც მან მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მისწერა, მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „უარი თქვით პოლიტიკურ ავანტიურაში მონაწილეობაზე, განხეთქილების მოთავეთა ლეგალიზაციაზე და მაშინ უკრაინის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის მეთაური არის მიტროპოლიტი ონუფრე,…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 31 დეკემბერი, პირველი და 2 იანვარი თევზით ხსნილი იქნება, – აღნიშნული განცხადება არქიდიაკონმა დემეტრემ სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო წირვის დროს გააკეთა. წირვის შემდეგ კი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა იქადაგა და მრევლს სულიერი ცხოვრებისა და მათი სულიერი მამის, პატრიარქის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა. დღევანდელ წირვაზე საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა ილია…
თქვენ გინახავთ, რომ პატრიარქს ვინმე განეკითხოს? არასოდეს! ამ დროს მის მიმართ არაერთხელ გამოთქმულა თავშეუკავებელი მოსაზრებები, შეხედულებები, რაც რასაკვირველია, არის შეცდომა, რასაკვირველია, ეს არის ცდუნება ბოროტი ძალის, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე დანიელმა აღნიშნა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უფსკრულის ფსკერიდან დაიწყო ქვეყნის ამოყვანა, რომელშიც ერი უნდა…
პიროვნულად ყოველთვის მხარს ვუჭერდი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მღვდელმთავარიც, – ამის შესახებ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა მეუფე დოსითეოსმა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, იგი როგორც ერთი რიგითი ეპისკოპოსი კმაყოფილია ამ საკითხზე მსჯელობით. “რა თქმა უნდა, ყველა ელოდებოდა უკრაინის საკითხს. ეს საკითხი სხდომაზე მისმა უწმინდესობამ დააყენა. საინტერესო მსჯელობები იყო წმინდა სინოდის…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი საბა 27 დეკემბრისთვის დაგეგმილ წმინდა სინოდის სხდომას ეხმაურება და “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ მხარს უჭერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებას. “ქრისტესმიერ საყვარელნო სულიერო შვილებო! შეუძლებელია არ ხარობდეს შენი გული მილიონობით ადამიანთან ერთად, რომელებიც მოუთმენლად ელოდებიან 6 იანვრის დადგომას, როდესაც საზეიმო ვითარებაში მსოფლიო პატრიარქი-ბართლომეოსი, ახლად არჩეულ უკრაინის მართლმადიდებელი…
12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგინდა და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა, – ამის შესახებ აღნიშნულია წმინდა სინოდის განჩინებაში. განჩინების ტექსტი ალავერდელმა მიტროპოლიტმა, დავით მახარაძემ წაიკითხა. ამასთან, წმინდა სინოდის განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ მომავალ წელს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლიდან 1700 წელი სრულდება. წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 17 საუკუნოვანი თარიღის ღირსეული აღნიშვნისთვის, სინდომა დაადგინა, რომ კარგი…
ავსტრიის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ ტაძარს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. შემთხვევის შედეგად ხუთი სასულიერო პირი დაშავდა. მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ საქმე ძარცვას ეხება და ტერორიზმთან კავშირი არ აქვს. Maria Immaculata-ს ტაძარში, გავრცელებული ცნობით, ორი პირი შეიჭრა, რომელთაც იარაღის მუქარით სასულიერო პირებს ძვირფასეულობა მოსთხოვეს. თვითმხილველთა განცხადებით, მათ ცეცხლი არ გაუხსნიათ. პოლიციამ…
მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მსჯელობა გაგრძელდეს წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე, – ამის შესახებ წმინდა სინოდის განჩინებაშია ნათქვამი. განჩინების ტექსტი ალავერდელმა მიტროპოლიტმა, დავით მახარაძემ წაიკითხა: „დღეს საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენციაში შედგა წმინდა სინოდის კრება. თბილისი, 27 დეკემბერი, 2018 წელი; მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. მან თქვა: მართლმადიდებელი…