ა.წ. 29 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან ერთად საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი მიიღო. მისმა უწმინდესობამ ქალბატონ სალომეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, დალოცა და ქვეყნისთვის სასიკეთო მოღვაწეობა უსურვა.
გამომცემლობა ,,სახე(ლ)ები“ ყოველწლიურად აჯილდოვებს გამორჩეულ ადამიანებს. წელს მათ საიუბილეო თარიღი, _ 15 წლისთავი, _ შეუსრულდათ. ა.წ. 26 ნოემბრის ღონისძიება განსაკუთრებული იყო იმით, რომ ყოველწლიურად დაჯილდოებულთა და ,,საუკუნის სახელების“ გარდა გამორჩეული ნომინაციები წარმოჩინდა. სრულიად ახალი, განსაკუთრებული ჯილდო ნომინაციაში ,,ეროვნული იდენტობის გამომხატველი სახელი“ The New York Time-ის საერთაშორისო გამოცემა Turning Points-თან ერთად ,,სახე(ლ)ებმა“ მიანიჭეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,…
ა.წ. 25 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით ანკარაში, საქართველოს საელჩოს შენობაში, იღუმენმა მიქაელმა (ბრეგვაძე) სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. მსახურებას დაესწრნენ საელჩოს თანამშრომლები და ანკარაში მყოფი ქართველები. შევნიშნავთ, რომ ჩვენი მრევლისთვის სტამბულში მსოფლიო საპატრიარქოს თანხმობით უკვე წლებია პერიოდულად ტარდება წირვა-ლოცვა და ვიმედოვნებთ, ანკარაშიც მსგავსი მდგომარეობა იქნება. აქ პირველი წირვა 3 თებერლისთვის…
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა): -მონასტერში დაბრძანებულია უძველესი დაახლოებით XVIII საუკუნის მთავარანგელოზის ხატი, რომელიც კანკელის ხატი იყო. იკარგებოდა ხოლმე პერიოდულად და მერე ღვთის მადლით ისევ ბრუნდებოდა მონასტერში. სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა შუბით გააპო მთავარანგელოზის ხატი, თან უთქვამს რა უნდა დამემართოსო. მის ოჯახში მერე დიდი ტრაგედია მოხდა. უფალმა ამქვეყნიდან ახალგაზრდა ოჯახის წევრი გაიყვანა. გამოჩნდა…
ლომისას წმინდა გიორგის ტაძარში ახლაც ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭი. მასზე მრავალი ლექსი და თქმულება არსებობს. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, აზიაში სალაშქროდ წასული შავშეთელი (ამჟამად თურქეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორია) ყმაწვილკაცი ლომს დაუკბენია. სამშობლოში მობრუნებულს წყლულები გაავებია და სიკვდილის პირას მისულა. მისანს უთქვამს, ლომის დაკბენილს-ლომისის წმიდა გიორგის სალოცავი თუ მოარჩენსო. წამოსულა ავადმყოფი და, მოულოცია ლომისის ტაძარი და…
სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი! დღეს არის იოანე მოწყალის ხსენება. ვაკეთოთ მოწყალება, სიკეთე და ეს სიკეთე მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში. დღეს ჩვენ ვლოცავთ ორ გვარს: ხუციშვილებს და შოშიაშვილებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა თქვენ და სრულიად საქართველოს სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ! სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა,…
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დღეს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვის დროს, საპრეზიდენტო კანდიდატებს მიმართა და აღნიშნა: „მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც“. „ბედნიერები ვართ, რომ ჩვენთან ერთად დღეს წმინდა სამების ტაძარში ბრძანდებიან ჩვენი მინისტრები, ჩვენი კანდიდატები პრეზიდენტის – ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ბატონი გრიგოლ ვაშაძე. მე დარწმუნებული…
12 (25) ნოემბერი, 2018 სულთმოფენობიდან 26-ე კვირიაკე წირვაზე – ეფეს. 5:9-19; ლკ. 10:25-37. წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე ეფესელთა მიმართ – 5:9-19 ვინაიდან ნათლის ნაყოფი ყოველგვარ სიკეთეშია, სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაში. ამ მოწმობას ჩვენ მარკიონის წინააღმდეგ ვიყენებთ, რომელიც სამართლიანობის ღმერთს გამოყოფს სიკეთის ღმერთისგან და ამბობს, რომ შემოქმედი სამართლიანია, ხოლო მეორე, რომლის ძეც არის განხორციელებული ქრისტე, ჩემთვის უცნობია,…
ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ წმინდა გიორგის დღესასწაულს, გიორგობის თვეა. წმინდა გიორგის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს. წმინდა გიორგი განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. ძველ დროს არ იყო ისეთი სოფელი, ისეთი ქალაქი, რომ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი არ ყოფილიყო. წმინდა გიორგი არის მფარველი საქართველოსი და საქართველო გრძნობს ამას. ჩვენ ვიგალობოთ წმინდა გიორგის ტროპარი: ,,ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა…