დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ,,ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას. მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. მთავარია ჩვენსა და უფალს…
ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი პარაკლისი და ღონისძიება მეტეხის ხიდზე (ფოტოქრონიკა) 13.11.2024 ფოტო: ნინო სოზაშვილი sazu.ge
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღვლენილი პარაკლისის შემდეგ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ, დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას და მოლოცვას. დღევანდელი დღე არის განსაკუთრებით ამაღლებული ჩვენი ერისთვის;…
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილეს ლოცვა-კურთხევით 2024 წლის 13 ნოემბერს მოკლე სამუშაო ვიზიტით ისრაელში ჩავიდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი. მოგზაურობაში მიტროპოლიტ ანტონის თან ახლავს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი; სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და სსკგ-ის თავმჯდომარის მდივანი, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი. 14…
2024 წლის 14 ნოემბერს, XII სამეცნიერო საკითხავების – „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“ – დაწყებამდე მოსკოვის სპასო-ანდრონიკოვის მონასტრის სპასკის ტაძარში ანდრია რუბლიოვის სახელობის ძველი რუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალური მუზეუმის პირველი დირექტორის, დავით ილიას ძე არსენიშვილის (1905–1963) მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით მოსახსენიებელი მსახურება აღასრულეს მოსკოვის საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის…
2024 წლის 14 ნოემბერს, წმინდა ანდრია რუბლიოვის სახ. ძველი რუსული კულტურისა და ხელოვნების ცენტრალურ მუზეუმში (ЦМиАР) გაიხსნა XII ყოველწლიური სამეცნიერო საკითხავები „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“, რომელიც ეძღვნება ამ მუზეუმის ორგანიზატორსა და პირველ დირექტორს, დავით ილიას ძე არსენიშვილს (1905-1963). კონფერენციის დაწყებამდე მოსკოვის სპასო-ანდრონიკოვის მონასტრის სპასკის საკათედრო ტაძარში დავით არსენიშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი…
8 ნოემბერს სინგაპურში რუსეთის საელჩომ რუსულ სახლთან ერთად უმასპინძლა ოჯახის, სიყვარულისა და ერთგულების წლის და ეროვნული ერთობის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო საღამოს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საპატრიარქო ეგზარქოსის, სინგაპურის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიტროპოლიტ სერგის ლოცვა-კურთხევით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სინგაპურის ეპარქიის ქორეპისკოპოსმა, ჯაკარტის ეპისკოპოსმა პიტირიმმა. სადღესასწაულო საღამოს საზეიმო გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სინგაპურში ნიკოლოზ კუდაშევი…
2024 წლის 11 ნოემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია ესტუმრა ჰალკის თეოლოგიურ სკოლას. დელეგაციას უმასპინძლა ჰალკის თეოლოგიური სკოლის წმ. სამების მონასტრის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა კასიანემ. ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის დელეგაციამ დაათვალიერა ჰალკის თეოლოგიური სკოლის კამპუსის მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები, მოინახულა ჰალკის თეოლოგიური სკოლის ბიბლიოთეკა და სასწავლო ინფრასტრუქტურა. ახალი საქართველოს უნივერსიტეტი • New Georgian University
ამა წლის 10 ნოემბერს სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსებიდან 11 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა ხაშურის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერში, სადაც ეკლესიაში ერთგული და თავდადებული მსახურებისთვის შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა: იღუმენი იობი (გეგეშიძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით; სურამის წმინდა თამარ მეფისა…