7 ნოემბერს მოსკოვში ა.ი. სოლჟენიცინის სახ. რუსული საზღვარგარეთის სახლში XVIII „რუსული საზღვარგარეთი“-ს საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა მიიღეს მისასალმებელი გზავნილები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ს.ვ. ლავროვისგან, ასევე, სხვა გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეებისგან. მისალმებისა და კეთილი სურვილების თბილი სიტყვები გაუგზავნა ფესტივალის ხელმძღვანელობასა და სტუმრებს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ….
2024 წლის 9 ნოემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია შეხვდა მსოფლიო პატრიარქს, ყოვლადუწმინდეს ბართლომეოს l-ს. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, პროფ. თენგიზ ირემაძე, პროფ. ლალი ზაქარაძე, პროფ. მიხეილ გოგატიშვილი, პროფ. გიორგი ხუროშვილი, იღუმენია თეკლა წიქარიძე. დელეგაციამ მსოფლიო პატრიარქს გააცნო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობა – საგანმანათლებლო პროგრამები, კვლევები, სამეცნიერო ღონისძიებები და…
2024 წლის 1 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ფსიქოლოგიის II კურსისა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის I და II კურსის სტუდენტები, საგანმანათლებლო ღონისძიების – „ლექცია მუზეუმში“ – ფარგლებში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში იმყოფებოდნენ. სტუდენტებს მეგზურობას უწევდა საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ელდარ ბუბულაშვილი. მათ დაათვალიერეს ოქროს ფონდში დაცული ადრექრისტიანული და შუა…
2024 წლის 5-6 ნოემბერს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მეთაურობით მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე რელიგიურ ლიდერთა გლობალურ სამიტში, რომელიც იმართება გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე ყოველწლიური კონფერენციის (COP29) ფარგლებში. ფორუმის ორგანიზატორია კავკასიის მუსლიმთა სამმართველო, მუსლიმ უხუცესთა საბჭო, აზერბაიჯანის მთავრობა…
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა. მის უნეტარესობას, უნეტარეს ანასტასის, ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს თქვენო უნეტარესობავ, უფლისმიერ საყვარელო ძმაო და ღვთის საყდრის წინაშე თანამსახურო! გთხოვთ, მიიღოთ გულითადი მოლოცვა თქვენს პირად სამახსოვრო თარიღთან, 95 წლის იუბილესთან, დაკავშირებით. უფლის ყანობში მრავალწლიანი გულმოდგინე მსახურების მანძილზე…
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა. მისალოც გზავნილში ნათქვამია: თქვენო უნეტარესობავ! გულითადად გილოცავთ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან თარიღს – 95 წლის დაბადების დღეს! თქვენ სიყრმიდანვე მიეძღვენით ღმერთს და მის წმინდა ეკლესიას და მას შემდეგ ჰმონეთ უფალსა შიშით და…
2006 წლის 30 ოქტომბერს აღდგა ღირსი გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიის ისტორია, რომელიც შეწყვეტილი იყო 1917 წლის რთული ისტორიული პროცესების გამო. ამ დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 30 ოქტომბერს სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელზეც მოწაფეებმა წარმოადგინეს მხატვრული შემოქმედების ნიმუშები, აგრეთვე, გიმნაზიის პედაგოგებს მიულოცეს საიუბილეო თარიღები. sazu.ge
ამა წლის 2 ნოემბერს ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) ბოლნისის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა ამავე ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე კობახიძე. sazu.ge
2024 წლის 24 ოქტომბერს ქალაქ თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში გაიმართა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადებიდან 92-ე და აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება, რომელზეც წარმოდგენილი იყო საეკლესიო-ეროვნული მნიშვნელობის ორი მონუმენტური პუბლიკაცია: “მრავალენოვანი ბიბლია [Biblia Polyglotta] – ფსალმუნნი [დავითნი]” და “მართლმადიდებელი ეკლესიის დიდნი კურთხევანი სქოლიოებით”. შეკრებილთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა თბილისის სასულიერო…