ამა წლის 19 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქო რეზიდენციაში კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე (ნიკოლაუ) მიიღეს. შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. sazu.ge
წმინდა ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულიდან 400 წლის აღსანიშნავად, 26 სექტემბერს სადღესასწაულო წირვა ალავერდის ტაძარში დაიწყება 10 საათზე. დღესასწაულის ტრაპეზის შემდეგ, სასტუმრო “მოსმიერის” საკონფერენციო დარბაზში გაიმართება რეჟისორ თამარ მახარაძის ფილმის ჩვენება, რომელიც წმინდა მოწამე ქეთევანს ეძღვნება. 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების ლიტურგია ალავერდში დაიწყება 9 საათზე. 28 სექტემბერს, ღირსი მამა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს, წირვა დაიწყება 9 საათზე….
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აღვლენილი სავედრებელი პარაკლისი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში 14 სექტემბერი სასწავლო წლის დაწყების დღეა. იგი თანხვდება მართლმადიდებელი ეკლესიის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს – ინდიქტიონს ანუ საეკლესიო ახალ წელს. სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, სასწავლებელში მოღვაწე მოძღვრებსა და სიონის ტაძრის…
აუდიენცია პოლონეთის ეკლესიის მეთაურთან, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტ საბასთან. შეხვედრა 10 წუთით იყო დაგეგმილი და 2 საათი გაგრძელდა. მადლიერება გამოვხატე საქართველოს სიყვარულისა და ქარველების თანადგომისათვის, რასაც იჩენს პოლონეთის სახელმწიფო და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია. Melkhisedek Khachidze
მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), ბიალისტოკისა და გდანსკის მთავარეპისკოპოსი იაკობის (კოსტუჩუკი) და სუპრასლის ეპისკოპოს ანდრიას (ბორკოვსკი) მიწვევით იმყოფება ვიზიტით პოლონეთში, რომლის ფარგლებშიც მოილოცა ბიალისტოკისა და გდანსკის ეპარქიის ეკლესია-მონასტრები. Melkhisedek Khachidze მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), სუპრასლის ეპისკოპოს ანდრიას (ბორკოვსკი) მიწვევით იმყოფება ვიზიტით პოლონეთში, რომლის ფარგლებშიც დღეს მონაწილეობა მიიღო ბიალისტოკისა და გდანსკის ეპარქიაში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ტაძრის კურთხევაში და პირველ საზეიმო წირვაში, ასევე მსახურებაში მონაწილეობდნენ ბიალისტოკისა და გდანსკის მთავარეპისკოპოსი იაკობი (კოსტუჩუკი), ბელსკის მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (ხარკევიჩი) და სუპრასლის ეპისკოპოსი ანდრია (ბორკოვსკი). Melkhisedek…
მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), სუპრასლის ეპისკოპოს ანდრიას (ბორკოვსკი) მიწვევით, რომელთან ერთადაც სწავლობდა ათენის უნივერსიტეტში, იმყოფება ვიზიტით პოლონეთში, რომლის ფარგლებშიც ქალაქ ბიალისტოკში მიიღო მონაწილეობა პოლონეთის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია იწყებს 5-თვიან ონლაინ ინტენსიურ კურსს “შესავალი მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში”. კურსის მიზანია, რომ ხელი შეუწყოს ღვთისმეტყველებით დაინტერესებული პირებს ცოდნის ამაღლებაში და ის განკუთვნილია განურჩევლად ყველასთვის, შესაბამისად, ლექციები წარიმართება გასაგებ ენაზე. იმისათვის, რომ თითოეულმა პირმა შეძლოს მართლმადიდებლური თეოლოგიის ძირითადი პრინციპების გაგება, ამისათვის პროგრამა შედგენილია სათანადო დარგებითა და თემებით. კურსზე რეგისტრაცია 25 ოქტომბრის…
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, ეხმაურება გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”-ს მიერ 2024 წლის 13 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიას, სახელწოდებით – „როგორ იქცა გელათის რესტავრაცია “შეუსრულებელ მისიად”. კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს პასუხი გასცეს აღნიშნული სტატიის მხოლოდ არსებით, პროფესიულ ნაწილს, რომელიც გელათის კედლის მხატვრობას ეხება და არ აპირებს შევიდეს სუბიექტური ვარაუდებისა თუ ცალკეული ჟურნალისტების კერძო მოსაზრებების განხილვაში. კედლის მხატვრობის…